აზერბაიჯან–სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება: რეგიონის სტაბილურობა, ძალთა გადანაწილება და საქართველოს ადგილი
აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული აზერბაიჯან–სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის
ქართული 22 ონლაინ მედია საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდება. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც დამოუკიდებელმა და კრიტიკულმა მედიაგამოცემებმა წამოიწყეს. საქართველოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიები სულ უფრო რთულ პირობებში აგრძელებენ საქმიანობას.
რეპრესიული კანონმდებლობა და ჟურნალისტებზე მუდმივი ზეწოლა კრიტიკული ხმის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს. მიუხედავად პირადი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და თავისუფლების ფასისა, ჟურნალისტები მაინც განაგრძობენ მუშაობას იმისთვის, რომ საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ.
სწორედ ამ ვითარებაში, ონლაინ მედიებმა წამოიწყეს საერთო კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც მედიის თავისუფლების დასაცავად საზოგადოების გაერთიანებაა. კამპანია 13 აგვისტოს დაიწყო, როდესაც დამოუკიდებელი მედიის ვებგვერდები მცირე ხნით გაითიშა. ამ სიმბოლურმა მოვლენამ საზოგადოებას შეახსენა, თუ რამდენად რეალურია ინფორმაციული სიბნელის საფრთხე.
დღეს, 20:00 საათზე კამპანია ქუჩაში გადაინაცვლებს: თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ, ფარნებით მსვლელობა მოეწყობა. თითოეული ფარანი მოქალაქის ხმის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რომ ქვეყანა ცოცხალია, საზოგადოება ფხიზლადაა და არ დავუშვებთ, რომ სინათლე ჩაქრეს.
პარლამენტთან მარში ფოტოგამოფენით დასრულდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი მოვლენები – მასალები, რომლებიც ხშირად სწორედ ამ მედიების შეუპოვრობის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
სიბნელე დიქტატურისა და ინფორმაციული ვაკუუმის სიმბოლოა, სინათლე კი – სიმართლის, ერთობისა და თავისუფლების.