#UKRAINE

ქართული ბრენდები ლიმიტირებული კოლექციებით უკრაინის დასახმარებლად იბრძვიან

გაზიარება:

უკანასკნელმა ხუთმა დღემ ნათლად დაგვანახვა თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთიანობას, თანადგომასა და სამაგალითო სულისკვეთებას, გვანახა ისიც, რომ უკრაინა არ არის ჩართული მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ის ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის, თანაც ჰეროიკულად. 

უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, ჩვენ მომსწრე გავხდით ქართველი ერის თანადგომის უსაზღვრო უნარის, რომელიც ალტრუიზმში - უანგარო დახმარებაში გამოიხატა. ბუნებრივია, როდესაც შენს მოძმე ერს უჭირს, ყოველ წამს იმაზე ფიქრში ატარებ როგორ დაეხმარო უკრაინელებს.

ქართულმა ბრენდებმა და სტარტაპებმა ამ კითხვის საპასუხოდ ლიმიტირებული კოლექციები შექმნეს, გაყიდვებიდან შემოსულ თანხას ბრენდები უკრაინის ფონდში, სრულად ან ნაწილობრივ რიცხავენ, გაიგეთ მეტი:

Reckless • რექლესმა უკრაინის დროშით მაისურების კოლექცია გამოუშვა წარწერით Love not War. კოლექციიდან შემოსული თანხის 100% გადაირიციხება უკრაინის ეროვნულ ბანკში, ყველა გაყიდულ ნივთს კი საჩუქრად უკრაინის მხარდამჭერი სტიკერები მოჰყვება.

შემდეგი კვირის განმავლობაში, Nino Sepo-ს ონლაინ გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდს გადაეცემა.

ESHVI-ს გადაწყვეტილებით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, pop-up გაყიდვებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება უკრაინელების ჰუმანიტარულ დახმარებას.

თო.კი • to.ki-ს ლიმიტირებული კოლექცია უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა და შემოსული თანხის 100%-იც სრულად გადაერიცხება უკრაინელებს , გმირებს , ჩვენ მეგობრებს და სამაგალითო ერის წარმომადგენლებს.

Person: "უკრაინის მხარდამჭერი კოლექციის თითოეული გაყიდვიდან შემოსული თანხის ნახევარი გადაირიცხება უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერ ფონდში Ukraine Army SOS , რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უზრუნველყოფს ტექნიკურად და პროგრამულად."

Ansasi • ანსასი უკრაინის დროშის თემატიკით შექმნილი თმის სამაგრების გაყიდვებიდან, 20%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადარიცხავს.

კიარა • kiara მარტის თვეში გაყიდვებიდან მიღებული თანხის 50% საქართველოში დარჩენილი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად გადარიცხავს. 

ჩვენი GOGO!-ს რუბრიკის წარმომადგენელი თამარ აბულაძე Emocia • ემოცია / Handmade Jewellery-სთვის შექმნილი კოლექციით, ყოველი გაყიდული ნივთიდან -20%-ს TBC - თიბისი მიერ, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ, სპეციალურ ანგარიშზე რიცხავს.

ზევით