კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
რა აზრის ხართ თქვენს საყვარელს ადამიანებთან პორტალის მეშვეობით შეხვედრაზე? ან ოკეანის მეორე მხარეს პაემანზე წასვლაზე?
რამდენიმე კვირაა, დუბლინსა და ნიუ-იორკში "პორტალი" გამოჩნდა. მრგვალი ფორმის ნაგებობის ცენტრალური ნაწილი ეკრანია. რომელიც ერთმანეთთან ორ, ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქს აკავშირებს. ის უკვე პირველ ტექნოლოგიურ სკულპტურადაც აღიარეს. ნიუ-იორკელებს დუბლინელების ნახვა ბროდვეის მეხუთე ავენიუდან შეუძლიათ. ამ საოცარი ტექნოლოგიის იდეის ავტორი ლიეტუველი მხატვარი და მეწარმე Benediktas Gylys-ი გახლავთ.
პორტალი ხელს უწყობს ადამიანებს, დაუკავშირდნენ სხვა ქალაქსა თუ კონტინენტზე მცხოვრებ მოქალაქეებს და შეიგრძნონ ისეთი სამყარო, რომელიც სინამდვილეში ძალიან ერთიანია.
დუბლინში "ჯადოსნური კარი" ქალაქის მთავარ, ო'კონელის ქუჩაზე დამონტაჟდა და ის ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ფოსტის შენობასა და Spire-ს გადაჰყურებს, რაც ნიუ-იორკელებს საშუალებას აძლევს, ირლანდიის საოცარი ხედით პირდაპირ მანჰეტენიდან დატკბნენ.
პორტალი ორივე ქალაქში მომავალ შემოდგომამდე დარჩება. ამ პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, პორტალით ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მდებარე, საკულტო ქალაქებს შორის ახალი სახის კავშირი იქმნება, თანაც რეალურ დროში. მსგავსი პორტალები, ასევე Gylys-ის მიერ, ლიტვასა და პოლონეთში, ჯერ კიდევ 2021 წელს, COVID-19 პანდემიის შემდეგ შეიქმნა.
პორტალი ოფიციალურად მაისის დასაწყისში გაიხსნა, თუმცა რამდენიმე დღეა აღარ ფუნქციონირებს. ბენედიქტის მიერ შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიების ქმნილება საზოგადოების ექსტრემალური ქცევის გამო დროებით გათიშულია. ამის მიუხედავად, Gylys თავისი პროექტის გაგრძელებას გეგმავს. მხატვარი მიზნად ისახავს გლობალური საზოგადოების დაკავშირებას და იმედოვნებს, რომ მალე, პორტალი დამატებითი მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფით, ხელახლა გაიხსნება, რათა შეუსაბამო ქმედებები მარტივად გაკონტროლდეს.
პრობლემები მაშინ შეიქმნა, როდესაც პორტალის წინ OnlyFans-ის მოდელმა და სხვა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის ქმედებები ჩაიდინეს, თანაც ტიკ-ტოკ პლატფორმაზე ამ ქმედებების ამსახველი ვიდეოები ძალიან სწრაფად გავრცელდა და რამდენიმე საათში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არც იყო, რომ დუბლინისა და ნიუ-იორკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პორტალის დროებით გათიშვა გადაწყვიტეს. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ პორტალი გაუმჯობესებული სახით მალე დაგვიბრუნდება.