#კულტურა #ცნობილები #წიგნების თარო

მწერლობაზე, სიყვარულსა და ცხოვრებაზე - ტონი მორისონის 10 დასამახსოვრებელი ციტატა

გაზიარება:

ქლოი არდელია ვოლფორდი, შემდგომში საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ტონი მორისონი, ამერიკელი მწერალი, რედაქტორი, მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ პრინსტონის უნივერსიტეტში, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

ტონი მორისონის მომაჯადოებელ კალამს 11 წიგნი ეკუთვნის. რომანისთვის "სიყვარული" ტონის 1987 წელს ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, პულიცერი გადაეცა, მოგვიანებით კი მწერალი პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ტონი მორისონი გახლდათ ქალი, რომელმაც თავისი ლიტერატურული მრავალშრიანობის, უნიკალური ხელწერისა და შესაშური გულწრფელობით ჩვენს გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. მწერალი 2019 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ტონის მემკვიდრეობა, მისი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას, მისი ხმა კი ჩვენამდე კვლავინდებურად აღწევს.

სიცოცხლესა და სიკვდილზე

ჩვენ ვკვდებით და ეს შესაძლოა ცხოვრების არსსაც წარმოადგენდეს, თუმცა ჩვენ ამავდროულად ვქმნით ენას, რაც შესაძლოა ჩვენი ცხოვრების საზომი იყოს.

წარმატებაზე

თუ  კი ფრენა გინდა, აუცილებლად უნდა მოიშორო ყველა ნაგავი, რომელიც დედამიწისკენ გექაჩება

მწერლობაზე

თუ კი იპოვი წიგნს, რომლის წაკითხვაც ძალიან გინდა, მაგრამ ჯერ დაწერილი არ არის, მაშინ  ის თავად უნდა დაწერო

ცხოვრების სილამაზეზე

ცოდნის ძალისა და სილამაზის სისასტიკის ღრმად მწამს, ჩემი გადმოსახედიდან  თუ კი თქვენი ცხოვრება ხელოვნურია, დაელოდეთ, ცოტაც დაელოდეთ და ის ხელოვნებად იქცევა

რწმენაზე

შენ შეგიძლია გააკეთო ექსტრაორდინალური საქმეები, თუ კი ამის მთელი გულით გწამს

სილამაზეზე

ცხოვრებაში, რაღაც ეტაპზე სამყაროს სილამაზე შენთვის საკმარისი ხდება. არ გჭირდება მისი ფოტოზე აღბეჭდვა, დახატვა ან სულაც დამახსოვრება

ენის მნიშვნელობაზე

ენა მხოლოდ და მხოლოდ სახელდაურქმეველი საგნების შიშისგან გვიცავს. ენა მარტოოდენ ჩვენი აზროვნების ანარეკლია

თავისუფლებაზე

მე არ მსურს სხვა ადამიანის შექმნა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობ

პერსპექტივაზე

ჩვენ ძალადობა ვნებაში გვერევა, უსაქმურობა - თავისუფალ დროში, უგუნურება კი თავისუფლებაში

სიყვარულზე

სიყვარული ღვთიური და ყოველთვის რთულია, თუ კი ფიქრობ, რომ იგი მარტივია, მაშინ სულელი ხარ. თუ კი ფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია, მაშინ ბრმა.

ზევით