მაღაზია „ტაბითა“ ჰოსპისი „ფესრისცვალებისთვის“ საქველმოქმედო ღონისძიებას აანონსებს

გაზიარება:

7 ოქტომბერს, სტამბაში, Tabitha pop-up shop-ის საქველმოქმედო პროექტი უკვე მეორედ განხორციელდება. ღონისძიების მიზანი, ამჯერადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰოსპისი „ფესრისცვალების“ დახმარება იქნება. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ქართველი და უცხოელი დიზაინერების, ახალი თუ ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად შეიძინოს. 

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება ჰოსპის „ფესრისცვალებაში“, რომელიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფს უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების პალატურ მოვლას, მათ სულიერ და სოციალურ თანადგომას ბინასა და ჰოსპისში. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NINO ELIAVA (@ninoeliava)

„რამდენიმე მაღაზიამ, დიზაინერმა და კერძო პირმა გადმოგვცა ნივთები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ხვალ სტამბაში, -1 სართულზე, საქველმოქმედო ღონისძიებაზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ჰოსპის „ფესრისცვალებას“ და მის 120 წევრს და მივაწოდოთ საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ჰოსპისმა თავისუფლად მოახერხოს მათი მოვლა, წამლებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენა. შარშან, შევაგროვეთ თანხა, რომელიც ჰოსპისს ზუსტად 1 წელი ეყო და ახლა, ვცდილობთ, რომ იგივე გავიმეოროთ“ - განგვიმარტა „ტაბითას“ გუნდის წევრმა, ნინო ელიავამ.

„ხვალ 18:00-დან 00:00 საათამდე, 8 რიცხვიდან 10-ის ჩათვლით კი 12:00-დან 12:00 საათამდე თითოეულ მსურველს ექნება შესაძლებლობა მობრძანდეს ჩვენს მაღაზიაში და შეიძინოს ან სულაც გადმოგვცეს ნივთები ქველმოქმედებისთვის“ - ნინო ელიავა

ტაბითა არის წამოწყება, რომლის მიზანია ადამიანებს სიკეთის კეთების პროცესი გაუმარტივოს. „ჩვენი მიზანი მთლიანად საქველმოქმედოა და მთელი შემოსავალი ირიცხება ჰოსპის ფერისცვალებაში, რომელიც უსასყიდლოდ უვლის მოხუცებს და ადამიანებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“. ტაბითაში გაცემაც და ყიდვაც ქველმოქმედებაა.

ზევით