#ტექნოლოგიები

ირაკლი ჯოჯუა: „ჩვენ გართობა ბიზნესად ვაქციეთ და თითქმის ყველა ჩვენმა წამოწყებამ გაამართლა“

გაზიარება:

მრავალპროფილური აუდიო-ვიზუალური კომპანიის SOUND GROUP-ის ისტორია 2007 წელს იწყება. ორმა მეგობარმა ირაკლი ჯოჯუამ და დიმა მოწყობილმა ჰობი სერიოზულ ბიზნესად მას შემდეგ აქციეს, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძინეს მათი ინტერესებისთვის საჭირო ხმის აპარატურა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენასთან ერთად კი შეძენილი ტექნიკის გაქირავება დაიწყეს.

SOUND GROUP, ირაკლი ჯოჯუა,

სწორედ ასე, მუსიკის სიყვარულით წამოწყებული SOUND GROUP უკვე მე-15 წელია ოპერირებს ბაზარზე და გვთავაზობს როგორც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ტექნიკურად გამართვას, აგრეთვე პროფესიონალური აუდიო, ვიდეო, სადიჯეო, განათების და სხვა საჭირო სისტემების დამონტაჟებას.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიო-ვიზუალური კომპანიის სერვისების, ფასების პოლიტიკის, მთავარი ძალისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ, SOUND GROUP-ის თანადამფუძნებელი ირაკლი ჯოჯუა გვიამბობს.

რა სერვისს სთავაზობს SOUND GROUP მომხმარებელს?

SOUND GROUP აქირავებს როგორც  მასშტაბურ მოწყობილობებს - სცენა, აუდიო სისტემა, განათება, LED-ეკრანი, ისე მცირე აქსესუარებსაც. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ წარმატებულ ივენთ კომპანიებთან და მომხმარებელს ტექნიკურ სერვისთან ერთად  ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებასაც. 

SOUND GROUP, ირაკლი ჯოჯუა,

ჩვენ გართობა სერიოზულ ბიზნესად ვაქციეთ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა თითქმის ყველა წამოწყებამ გაამართლა

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ისეთი დღის მოწყობაში, როგორიცაა კორპორაციული საღამო პრეზენტაცია, კონფერენცია, კლუბური ივენთი, მოდების ჩვენება, ქორწილები თუ სხვა ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიება.

ფასების პოლიტიკაზე რას გვეტყვით?

შეიძლება თამამად ითქვას რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი. სხვადასხვა პაკეტის ერთდროულად აღების შემთხვევაში,  მომხმარებელს ვთავაზობთ 10%-დან 30%-მდე ინდივიდუალურ ფასდაკლებას.

SOUND GROUP, ირაკლი ჯოჯუა,

SOUND GROUP სრული კომფორტია, რადგან აქ ბაზარზე არსებული ყველა მიმართულება ერთიანდება. ვინაიდან ღონისძიებისთვის ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ჩვენი საკუთარია, არ გვიწევს სხვისგან ქირაობა და ძვირად გადაქირავება.

რა არის SOUND GROUP-ის მთავარი ძალა?

მთავარი ძალა პირველ რიგში ჩვენი ტექნიკური გუნდია, რომელიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ყველა ღონისძიება ტექნიკურად სრულყოფილად გაიმართოს და ესთეტიკურად გამოიყურებოდეს.

SOUND GROUP, ირაკლი ჯოჯუა,

ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია და ეს საქმე ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, ფიქრის პროცესი უწყვეტია - რა დავამატოთ, რა განვაახლოთ, რომ უფრო მეტად მოქნილები და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. მიღწეული წარმატება კი, ჩვენ მიერ ერთად თავმოყრილი ამდენი ტიპის სერვისია, რომელიც  მოიცავს როგორც სრულ ტექნიკურ (სცენა, განათება, გახმოვანება, Led ეკრანები), ასევე საკონსულტაციო და სადიჯეო მომსახურებასაც.

როგორია SOUND GROUP-ის სამომავლო გეგმები?

ტექნოლოგია ვითარდება და ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ, ვაპირებთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ, გამუდმებით ტრენინგები ჩავუტაროთ ჩვენს ტექნიკურ გუნდს და უკვე ათვისებული ყველა მიმდინარეობა მრავალფეროვანი და ყოველ ჯერზე, დროსთან ერთად განახლებადი გავხადოთ.

SOUND GROUP, ირაკლი ჯოჯუა,

მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ კომპანიას თუნდაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 10-15 ღონისძიების გამართვა და მათი ტექნიკით მომარაგება ერთდროულად შესძლებოდა, დღევანდელ პირობებში ეს შესაძლებელია. ჩვენი გამოწვევა დამარცხებულია, გვაქვს ყველა საჭირო ტექნიკა, აპარატურა და ტრანსპორტი, სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ მასშტაბები, დავხვეწოთ და რაც მთავარია განსხვავებული და საინტერესო სერვისები შევთავაზოთ მომხმარებელს.

ზევით