#ჯანმრთელობა

გადაარჩინე ბუნება - გადაამუშავე ძველი ელემენტები

გაზიარება:

ელემენტები თითოეული ჩვენგანის სახლში მოიძებნება, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, მათ აღმოვაჩენთ როგორც დისტანციური მართვის ხელსაწყოებში, აგრეთვე სათამაშოებში, საათებსა თუ ტელეფონებშიც კი. რას მოიმოქმედებთ, როდესაც ელემენტი აღარ ფუნქციონირებს? - დიდი ალბათობით, ნაგავსაყრელზე უყრით თავს, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, მაგრამ შეცვლიდით კი ამ მავნე ჩვევას, თუ კი გეტყვით, რომ ამით გარემოს, ბუნებას და პირველ ყოვლისა საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ ზიანს? 

ელემენტები ბუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარჩენებია, რომლებიც ისეთ მავნე ქიმიკატებს შეიცავენ, როგორებიცაა: ტყვია, კადმიუმი, თუთია, ლითიუმი და მერკური, წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ელემენტებს სხვა ნაგავთან ერთად წვავენ, დიახ, ეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ჰაერში გაიბნევა და ზიანს ისევ და ისევ ჩვენ მოგვაყენებს.

1 გამოყენებული ელემენტი აბინძურებს 20 კვადრატულ მეტრ ნიადაგს და 400 ლიტრ წყალს.

ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ელემენტები აფეთქებების სერიოზულ საფრთხეს ქმნიან, ისინი ზიანს აყენებენ ნიადაგს, მასში მოხვედრისთანავე და საფრთხეს წარმოადგენენ ცხოველებისთვისაც, ისმის ლოგიკური შეკითხვაც - რა უნდა მოვიმოქმედოთ?

საბედნიეროდ, სამყარომ გამოსავალი ელემენტის ნარჩენებთან საბრძოლველად უკვე იპოვა და ის მათ გადამუშავებაში იმალება, პროცესში, რომლის შემდეგაც ჩვენ მიერ გამოყენებული ელემენტები საფრთხეს არავისთვის აღარ წარმოადგენენ.

სანამ მსოფლიოს უამრავ წერტილში ელემენტების გადასამუშავებელი ურნებია განთავსებული, საქართველოში, ადამიანების კეთილი ნებით გამოყენებული ელემენტების ჩაბარება რამდენიმე ადგილას შეგიძლიათ. შეგროვებული ელემენტები შემდგომი გადამუშავებისათვის იგზავნება არაბთა გაერთიანებული საამიროებში კომპანია Madenat Caucasus-ის მიერ.

ზევით