მოგონებები გარდასულ დღეთა თითქოს სიზმარს ჰგავს, მათთვისაც კი ვისაც აფხაზეთის მშვენიერება თვალით არასოდეს უნახავს და მათთვის, ვინც ღამღამობით დღემდე სტუმრობს მშობლიურ მხარეს, ჩაისუნთქავს შავი ზღვის სურნელს, ნაცნობ ქუჩებში ხეტიალით ბედნიერდება და 28 წლის წინ მიტოვებულ სახლ-კარს, ეზოს და დაუვიწყარ მოგონებებს კვლავინდებურად მოავლებს თვალს.
უკვე 28 წელია საქართველოს ზღაპრული მხარე, მხოლოდ ჩვენს მოგონებებში ცხოვრობს, მოგონებებში, რომელსაც დრომ თავის კვალი დაატყო და დროდადრო სულ უფრო ფერმკრთალდება, ჩვენ კი მთელი ძალით ვცდილობთ თითოეულ მომენტს ძლიერად ჩავებღაუჭოთ და ხელი არასდროს გავუშვათ.
სოხუმის დაცემის შემდეგ დაბადებული დაკარგული თაობისთვის ყველაფერი კიდევ უფრო რთული და აბსტრაქტულია, იმის მონატრების თუ გჯერათ, რაც არასოდეს გინახავთ? - სწორედ თვალით უნახავ წარსულსა და ბუნდოვან მომავალში გაჭედილი თაობის ხვედრია მშობლიური მხარის კონტურები ფოტოებიდან აკინძოს, მშობლების მიერ მოყოლილი ისტორიები ლამაზ კადრებად შეაკოწიწოს და უყვარდეს ის, რაც მისი ნაწილიცაა.
გაგრის სანაპირო, 1984 წელიგაგრის სანაპიროგაგრის სანაპირო, მარცხნივ კურორტული პოლიკლინიკაკურორტული პოლინკლინიკა გაგრის ნაპირებზესასტუმრო გაგრაშისასტუმრო გაგრაშიგაგრის სანაპიროგულირიფში, მარჯვნივ სანატორიუმიგულირიფშის სანატორიუმიგულირიფშის თეთრი სანატორიუმირიწის ნაპირისაცხოვრებელი სახლი სოხუმშისაცხოვრებელი სახლი სოხუმშიზღვის ნაპირი აგუძერაშიევკალიპტის ხეები აგუძერაშიახალი ათონი
მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა პრაღაში გამართულ „ფორუმ 2000“-ზე საერთაშორისო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ. ჯილდო 2021 წლიდან, სამოქალაქო სიმამაცისთვის, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა.
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულთა მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. ჰარის ვიზიტი მოულოდნელი იყო და მალევე მიიქცია საერთაშორისო გამოცემების ყურადღება.
პატიმრობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, პრესტიჟული Free Media Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება მას, როგორც დამოუკიდებელი მედიის სახეს, პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი ბრძოლისთვის გადაეცა.