კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი დასრულდა და ბიზნესმენი და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი, დამნაშავედ 34 ბრალდების საფუძველზე ცნეს. ბრალდებები ეხებოდა ბიზნესმენის მიერ მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოში უკანონოდ გადახდილ თანხას, რომელიც ტრამპმა ჩვენების გაყალბებისთვის გამოიყენა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი ექსპრეზიდენტი გახდა, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე არალეგალურად გავლენის მოხდენის სქემაში ტრამპის ჩართულობასთანაა დაკავშირებული. განაჩენის წაკითხვისას ტრამპის გაქვავებული გამომეტყველებას დარბაზსა და ქუჩაში მყოფი ხალხის ტაშის ხმა ფარავდა.
ტრამპმა სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო და პირობა დადო, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას ამომრჩევლები მომავალ არჩევნებზე მიიღებდნენ. მოსამართლე ხუან მერჩანმა საბოლოო განაჩენის გამოცხადების დღედ 11 ივლისი დააწესა.
ერთ თვეში გავიგებთ, მიუსჯის თუ არა მოსამართლე ტრამპს ოთხ წლიან პატიმრობას.
ეს განაჩენი ტრამპის კარიერაში მნიშვნელოვანი ფურცელია, რომელიც მას პოტენციურ პატიმრობას მოუსწავებს და კიდევ უფრო ართულებს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესს. ტრამპი არ ნებდება და თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩენს. როგორც ვახსენეთ, ტრამპის ნასამართლობის ისტორია იწყება ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებით, რომელიც პორნო მსახიობ, სტორმი დენიელისთვის 130 000 დოლარის გადახდას მალავდა. მიზანი კი 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში დენიელის გაჩუმება იყო. საბოლოოდ, ტრამპს ზურგი იმჟამინდელმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აქცია და ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ მთავარი მოწმე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი ტრამპის საქმეში დიდი ლაქაა, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც არ უზღუდავს. თუმცა, ცხადია, მიმდინარე პროცესი ტრამპის ისედაც მღელვარე პოლიტიკურ კარიერას ახალ სკანდალს უმატებს. ტრამპის მხარდამჭერები თავიანთ პოზიციაზე ურყევად რჩებიან, ბევრი კი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმადაც კი მიიჩნევს.