#მოდა

კოაჩელა იწყება!

გაზიარება:

კოაჩელა პოპულარული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც არა მხოლოდ ლაინაფით არის ცნობილი, არამედ ვარსკვლავური სტუმრებითა და დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ჩაცმულობით; არსებობს კიდევაც ტრენდი Coachella style.

ფესტივალი 14 აპრილს აიღებს სტარტს, ლაინაპის ყველაზე ხმაურიანი ჰედლაინერები კი არიან BLACKPINK, Bad Bunny, Frank Ocean და Calvin Harris; დამეთანხმებით, თითოეულ მათგანს განსხვავებული ჟღერადობა და მუსიკალური სტილი აქვს. პრინციპში, კოაჩელას კონცეფციაც ეს არის - ერთი სივრცის ქვეშ მოაქციოს მუსიკალური (და არა მხოლოდ) მრავალფეროვნება.

კოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების პირველი ფესტივალი 1999 წლის ოქტომბერს ჩატარდა. ვფიქრობ, ყველა მელომანის ოცნებაა ამ ფესტივალზე მოხვედრა, თუმცა, თუკი ჩემსავით თქვენც ონლაინ გიწევთ კოაჩელასთვის თვალის დევნება, ამ წელს Youtube Livestream-ის მეშვეობით შეგიძლიათ ფესტივალს ვირტუალურად დაესწროთ. მანამდე კი TheDiary-ს რედაქცია კოაჩელას საუკეთესო ლუქების მიმოხილვას გთავაზობთ.

ალესანდრა ამბროსიო

ბრაზილიელი მოდელი 2022 წელს კოაჩელას ფესტივალს თეთრი მაქმანებიანი კომბინეზონით დაესწრო. ალესანდრა ამბროსიოს კოაჩელას ლუქები ყოველთვის დასამხსოვრებელი და გამორჩეულია. 

ალესანდრა ამბროსიო

კოდი სიმპსონი და ჯიჯი ჰადიდი

2015 წლის კოაჩელაზე ჯიჯი ჰადიდმა პოკაჰონტასის სტილი მოირგო.

gigi hadid

შანელ იმანი

Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი, შანელ იმანი 2017 წლის კოაჩელაზე ხალხური სამოსელით შთაგონებული ლუქით გამოჩნდა.

chanel iman, victorias secret

ჰეილი ბიბერი

ჰეილიმ Coachella 2018-ზე 90-იანი წლების სტილი მოირგო.

ჰეილი ბიბერი

ვინი ჰარლოუ

იამაიკური წარმომავლობის მოდელმა ვარდისფერ თმებს ნეონის ფერი კაბა შეუხამა. კოაჩელა ის ფესტივალია, სადაც ფანტაზიას მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მივცეთ. 

ვინი ჰარლოუ

კენდალ ჯენერი

ტოპ მოდელის, კენდალ ჯენერის 20216 წლის კოაჩელას ლუქი ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელია. 

კენდალ ჯენერი

ლეონ ჰანე

გერმანელმა ბლოგერმა ლეონ ჰანემ 2022 წელს ბოჰემურ სტილზე გააკეთა არჩევანი. 

ლეონ ჰანე

ზევით