#პოლიტიკა #საზოგადოება #WOMEN POWER

ქრისტინ ლაგარდი იმედოვნებს, რომ ქალები აღარასოდეს იქნებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამსახურში

გაზიარება:

ევროპის ცენტრალური ბანკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, ქრისტინ ლაგარდიმ ECB podcast-ში ქალი ლიდერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საუბრისას არასასიამოვნო წარსული გამოცდილებები გაიხსენა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს მის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

ქრისტინ ლაგარდი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა ქალებს აღარასოდეს მოუწევთ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის განცდა და რომ სექსიზმი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს. 

პოდკასტის მასპინძელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას, ქრისტინ ლადგარდიმ გაიხსენა ის დრო, როდესაც იურიდიულ ფირმაში მუშაობდა და მამაკაც თანაგუნდელებთან ერთად ერთადერთი ქალი თავად გახლდათ. ერთხელაც ერთ-ერთმა კლიენტმა ქრისტინს ყავის მიტანა სთხოვა, რაზეც საკადრისი პასუხიც მიიღო:

რა თქმა უნდა, მიიღებთ ყავას, ოღონდ მისი მოტანა თავად მოგიწევთ

„ის კარგა ხანს შოკირებული იჯდა, ჩემმა თანაგუნდელებმა კი ზრდილობიანად აუხსნეს, რომ მე ყავის მიმტანი თანაშემწე კი არა, გუნდის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი ვიყავი“ - აღნიშნა ლაგარდიმ.

ქრისტინ ლაგარდიმ უფრო გვიანდელი შემთხვევაც გაიხსენა, ამჯერად მოვლენები მაშინ ვითარდებოდა, როდესაც ქრისტინა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსტა მინისტრი გახლდათ და წესისამებრ პარლამენტის წინაშე წარსდგომა და კითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა. ერთ-ერთმა იქ მჯდომმა მამაკაცმა ლაგარდის მიმართ, შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა - „ნეტავ, ვისთან მოუწია დაწოლა, ამ თანამდებობაზე რომ აღმოჩენილიყო“.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ამ პოზიციაზე მუშაობას ვიმსახურებდი და თუ კი ჩემი კომპეტენტურობის დადგენა სურდა, მაშინ მისი ტექნიკური შეკითხვებისთვის ნებისმიერ დროს მზად ვიყავი

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტინ ლაგარდი არა მხოლოდ ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი გახლავთ, ის აგრეთვე პირველი ქალი იყო საფრანგეთის ისტორიაში, რომელმაც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს უხელმძღვანელა.

რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი გახლდათ, რომელიც თავდაცვის ფედერალურ მინისტრად დაინიშნა, პოსტის დატოვების შემდეგ კი ევროკომისიის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად მოგვევლინა.

ზევით