#საზოგადოება #წიგნების თარო

ბულბული - აუდიო ზღაპრების პირველი ქართული აპლიკაცია

გაზიარება:

“თუ გსურთ, რომ თქვენი შვილები ინტელექტუალები გაიზარდონ, წაუკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გსურთ, რომ უფრო მეტად ინტელექტუალები გაიზარდონ, წაუკითხეთ უფრო მეტი ზღაპარი”. - ალბერთ აინშტაინი

მეოცე საუკუნის უდიდესი მეცნიერიც კი თვლიდა, რომ ზღაპარები ბავშვის განვითარებაში უდიდედ როლს ასრულებს, თუმცა 21-ე საუკუნის ბავშვი მშობელს აღარ ელოდება და ისტორიის შერჩევაც საკუთარი გემოვნებით შეუძლია. პირველი აუდიო წიგნი ჯერ კიდევ 1952 წელს ჩაიწერა, რამაც ლიტერატურის გაცნობის ახალი, წარმოუდგენლად კომფორტული გზა გახსნა. აუდიო ზღაპრების კრებული კი პირველად 80-იან წლებში გაჩნდა და მას მერე სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. გაგახარებთ და გეტყვით, რომ აუდიო ზღაპრები ქართულ ენაზეც არსებობს და ამიერიდან მათი მოსმენა თქვენს პატარებთან ერთად აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

bulbuli, ბულბული, აუდიო ზღაპრები, აპლიკაცია

ბულბული” აუდიო ზღაპრების პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც ქართულ ენაზე ჩაწერილ, ქართულ და უცხოურ ზღაპრებს მოიცავს. მისი შემქმნელები ნათია ამირიძე, მიხო მაისურაძე და გიორგი კაპანაძე არიან. ნათია ბევრს კომპანია “რედ ბულიდან” ემახსოვრება. The Diary-ის კვირის გოგო ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე კომუნიკაციების ექსპერტის პოზიციას იკავებს, კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით და ერთ-ერთ კომპანიაში აუდიო მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს.

როგორ გაჩნდა ბულბულის შექმნის იდეა?

ნათია: „ბულბულის“ შექმნის იდეა წელიწადზე მეტია რაც სამი ადამიანსგან შექმნილ გუნდს გაგვიჩნდა. ასეთი აპლიკაციის საჭიროება იმ რეალობამ განაპირობა, რომელშიც დღეს ქართულად მოსაუბრე ბავშვი არიან. ინტერნეტში მრავლად შეხვდებით ისტორიებს, ზღაპრებს და ა.შ. რომლებიც შედარებით დაბალი მხატვრული და საშემსრულებლო ღირებულებისაა. ჩვენც, როგორც მშობლებს, გვსურდა გვეპოვნა ისეთი მასალა, რომელსაც სიამოვნებით მოვასმენინებდით ჩვენს პატარებს. ბავშვის ისედაც დიდი დროის ეკრანთან გატარების გამო, გვსურდა ამ ყველაფერს უფრო მეტი აუდიო დატვირთვა ჰქონოდა, ვიდრე ვიზუალური. ვინაიდან მსგავსი ხარისხის მასალა ინტერნეტში საკმაოდ ცოტა მოვიძიეთ, გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ შეგვექმნა აპლიკაცია, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და ბიზნესადაც გვექცია. ასე შევქმენით „ბულბული“.

ბულბული, აუდიო ზღაპრები

უკანასკნელი 4 თვე ვტესტავდით ჩვენი და ჩვენი მეგობრების შვილების დახმარებით და მათი შენიშვნების მაქსიმალურად გაზიარების შემდეგ, ახლა უკვე ყველასთვის გავხადეთ ხელმისაწვდომი. ვფიქრობთ, აპლიკაციით სარგებლობის რამდენიმე მთავარი საბაბი არსებობს: მგზავრობისას, კვებისას, მაშინ, როდესაც მშობელი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს ბავშვისთვის რაიმეს წაკითხვას ან მოყოლას და რა თქმა უნდა, ძილის წინ - როდესაც ბავშვი ბუნებრივად უნდა გადავიდეს სიფხიზლიდან ძილში. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ ის ბავშვები, რომლებიც ძილის წინ ზღაპრებს რეგულარულად ისმენდნენ, კითხვის სწავლის შემდგომ ჩვევად იმუშავებდნენ ძილის წინ წიგნების კითხვას.

რას მოიცავს აპლიკაცია?

აპლიკაცია მოიცავს ქართულ და მსოფლიო ზღაპრებს. ამჟამად არის შემდეგი კატეგორიები: ანდერსენის ზრაპრები, მსოფლიო კლასიკა, ქართული ხალხური, შარლ პეროს ზღაპრები და ძმები გრიმების ზღაპრები. უკვე ძალიან მალე ემატება ძილისპირული ზღაპრები, რომლებიც შედარებით ნელი ინტონაციითაა გახმოვანებული, მშვიდი მუსიკით.

ბულბული, აუდიო ზღაპრები, აპლიკაცია ქართული

რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი აპლიკაცია?

აპლიკაცია გათვლილია 2 წლის ასაკიდან ბავშვებზე. ჩემი შვილი 2 წლიდან უსმენს - უკვე 1 წელია. რაც შეეხება მაქსიმალურ ასაკს, ვფიქრობ, 9-10 წელია, სანამ ზღაპრები ჯერ კიდევ აქტუალურია. თუმცა, ვმუშაობთ სხვა კატეგორიებზეც, როგორიცაა საინტერესო ისტორიები, მითები, იგავ-არაკები და ა.შ., რაც უფრო დიდი ბავშებისთვის იქნება საინტერესო მოსასმენი.

ქართული ზღაპრები, უცხოური ზღაპრები, აუდიო ზღაპრები

რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა აპლიკაციის ჩაშვებას?

აპლიკაციას უკვე 1 წელია ვტესტავთ ჩვენს საკუთარ შვილებზე და მეგობრების შვილებზე, გავითვალისწინეთ მათი შენიშვნები და რეკომედაციები. ფართო აუდიტორიისთვის უკვე თვეზე მეტია ხელმისაწვდომია და გამოხმაურება ძალიან კარგია. როგორც გვწერენ, აპლიკაციის დახმარებით, ძალიან მარტივი გახდა დიდ მანძილებზე მგზავრობა ბავშვებთან ერთად. ასევე, გვწერენ, რომ ბავშვები უფრო მარტივად იძინებენ 2-3 ზღაპრის მოსმენის შემდეგ. გვეხმაურებიან ის მშობლებიც, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან და ფიზიკურად ვერ ახერხებენ ყოველ საღამოს ძილის წინ ზღაპრის წაკითხვას ან მოყოლას. ჩვენ ძალიან გვიხარია ყველა დადებითი გამოხმაურება და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პატარებს, ასევე მათ მშობლებს დიდი ხნის მანძილზე ბევრ სიხარულს მივანიჭებთ.

bulbuli, audio book

აუდიო ზღაპრების აპლიკაცია ბაზარზე ახალი ხილია. რამდენად რთული იყო სტარტაპის დაწყება?

ვინაიდან უკვე ორი წელია ვახორციელებთ კიდევ ერთ საბავშვო პროექტს (www.celeb.ge - სანტას საახალწლო ვიდეო მილოცვა), კარგად ვიცით ის საჭიროება, რომელიც ქართულად მოსაუბრე ბავშვებს აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. რადგან საბავშო სფეროში ერთი წარმატებული სტარტაპი უკვე გვაქვს, ახალი სტარტაპის დაწყება არ გაგვრთულებია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ყველა კუთხით პროფესიონალ ადამიანებთან გვაქვს შეხება - იგულისხმება როგორც გამომცემელი, ასევე ტექნიკური ჯგუფი, მსახიობები და ა.შ.. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ პროცესების მართვა და შესრულება ყველა ეტაპზე საინტერესო და სასიამოვნოა.

რა არის მთავარი მაშინ, როდესაც გაქვს ახალი იდეა?

მთავარია, მალევე განახორციელო ეს იდეა.

ზევით