კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
2 იანვარს სრულიად საქართველო ბედობას აღნიშნავს. როგორც ტრადიცია გვეუბნება, რასაც დაიბედებ, ის იქნება მთელი წელი ბედი შენი. ბევრი ოჯახთან ერთად ატარებს ამ დღეს, ზოგი სამოგზაუროდ მიდის. მოკლედ, ვის რაც უნდა დაიბედოს, იმას დაიბედებს. მე კი გადავწყვიტე დავიბედო მოგზაურობა კოსმოსში ანუ ჩემი სახელი და გვარი 2024 წლის ოქტომბერს NASA-ს მისიასთან ერთად იუპიტერის მთვარეზე „ევროპაში“ გაემგზავრება. ჰმ, საინტერესოდ ჟღერს თუ არა?!
NASA-ს კამპანიის „მესიჯი ბოთლში“ ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს საკუთარი გზავნილი „ევროპაზე“მისიასთან ერთად გაამგზავროს. კამპანიამ, წარმატებით შეკრიბა 2,5 მილიონზე მეტი მესიჯი, აქედან 2801-ა მხოლოდ ქართული. „მესიჯებს ბოთლში“ თან დაერთვება ამერიკელი პოეტის ადა ლიმონის ლექსი.
NASA-ს გვერდი ინსტაგრამზე, ვიტყოდი რომ, ერთ-ერთი საინტერესო პროფილია და მე მას აქტიურად ვადევნებ თვალს. და, ყოველ ჯერზე, როდესაც მიწიერი პრობლემები და ფიქრები ტვინში კაკოფონიას იწვევენ, გადავდივარ ამ გვერდზე და ვადარებ. კი, ჩემი მიწიერი ფიქრები არაფერია იმ პროცესებთან, რაც კოსმოსსა და გალაქტიკებში ვითარდება. რატომ ვადარებ? ყველაფერი შედარებითია.
2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისია NASA-ს Europa Clipper-ის კოსმოსური ხომალდის გაშვებაა. მეცნიერები უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ, რომ მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლე მოიძიონ. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ამისთვის „ევროპა“ საუკეთესო ადგილია. ადრინდელ დაკვირვებებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ იუპიტერის თანამგზავრის ოკეანეები საკმაოდ ჰგავს დედამიწისას, თუმცა, ევროპის ზედაპირზე ტემპერატურა ახლოსაც არ არის იმ ტემპერატურასთან, რაც ჩვენ შეჩვეული ვართ. „ევროპის“ ზედაპირის ტემპერატურა -140 გრადუსზე მეტია.
NASA-ს მისიის მიზანია გაარკვიოს არის თუ არა „ევროპაზე“ სიცოცხლისათვის საჭირო გარემო პირობები. ევროპის ზედაპირზე ნაპრალებიდან ამოსული წყლის ჭავლები მიუთითებს, რომ იუპიტერის მთვარე გეოლოგიურად აქტიურია. იუპიტერს და მის მთვარეს გრავიტაციული ურთიერთქმედება აკავშირებთ. ეს გრავიტაცია ევროპას წიაღის დაჭიმვას იწვევს, რაც თავის მხრივ, წარმოშობს სითბოს, რომელიც მის ოკეანეს თხევად მდგომარეობაში ინარჩუნებს, რაც იმედებს იძლევა, რომ იქ სიცოცხლისთვის ხელსაყრელია.
სისულელეა ვიფიქროთ, რომ სიცოცხლე დედამიწაზეა მხოლოდ. კოსმოსი უკიდეგანოდ არის გაშლილი და არავინ იცის სად აქვს დასასრული და თუკი აქვს საერთოდ. მაგრამ რაც ზუსტად ვიცი მეც, თქვენც TheDiary-ს ძვირფასო მკითხველო და დანარჩენმა სამყარომ, რომ აქ და ახლა ჩვენს ერთადერთ სახლს - დედამიწას უნდა გავუფრთხილდეთ. როგორ? როგორც მინიმუმ, ნაკლებად მოვიხმაროთ პლასტმასი, შევამციროთ სამოსის მასიური წარმოება, რომელიც ასე აბინძურებს დედამიწის წყლებს და სხვა ნაწილებს, მაქსიმალურად შევამციროთ ეს მოთხოვნის ჩემცირების ხარჯზე და ვიზრუნოთ დედამიწის თითოეულ სიცოცხლეზე.