#ჯანმრთელობა

Barbie თანამედროვე გმირების პატივსაცემად მისაბაძი ექიმების კოლექციას უშვებს

გაზიარება:

Barbie პატივისცემას გამოხატავს COVID 19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმების წინაშე და 2021 წლის მისაბაძი პიროვნებების კოლექციას უშვებს. 6 ექიმის პროტოტიპისგან შექმნილი თოჯინები იმ ექიმებს განასახიერებენ, რომლებიც პანდემიის პერიოდში წინა ფლანგზე იბრძოდნენ და ძალებს არ იშურებდნენ სიცოცხლეების გადასარჩენად.

Barbie-ს მისია ყოველთვის პატარა გოგოების შთაგონება გახლდათ, მათ ხომ შეუძლიათ გახდნენ იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც მოისურვებენ.

"ახლა ჩვენი დროა შთავაგონოთ თანამედროვე გმირები და ამისათვის Barbie-ს პლატფორმას ვიყენებთ, ჩვენ პატივს ვცემთ იმ უშიშარ ქალებს, რომლებიც პანდემიის პირობებში სამყაროს მართავენ" - განაცხადა ლიზა მაკნაითმა.

59 წლის სარა გილბერტი ბრიტანელი პროფესორია, რომელსაც წვლილი ასტრაზენეკას ვაქცინის შექმნაში მიუძღვის, ემი სალივანი მიმღების ექთანი გახლავთ, ოდრი კრუზი წინა ფლანგზე მებრძოლი ექიმია, ჩიკა სტეისი კანადელი ფსიქიატრი, ჟაკლინ გუზ დე ჯესუსი ბრაზლიელი ბიომედიკოსია კირბი ვაითი კი ავსტრალიელი ექიმი, რომელმაც კოლეგებისთვის მრავალჯერადი გამოყენების სამოსი შექმნა.

ზევით