კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
თქვენი აზრით, რა საერთო უნდა ჰქონდეს ყოფილ არქეოლოგს, მომავალ პროგრამისტს, ინტერიერის დიზაინერსა თუ სოციოლოგს? მუსიკის სიყვარულმა ცხოვრების სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში მყოფი ადამიანები თბილისის ცის ქვეშ, Mechanical Rainbow-ს ოჯახში გააერთიანა. დღეს მთელი საქართველო "სევდანარევისა" და "Hope"-ის ჰანგებს ღიღინებს. ბენდის თითოეული წევრი საინტერესო პერსონაჟია, რომელიც აუცილებლად ახლოს უნდა გაიცნოთ. ამისთვის კი, The Diary-ს რედაქცია ნავნესთან კოლაბორაციით კიკეთის ფერმის ზღაპრულ გარემოს ესტუმრა და თქვენთან საოცარი კადრებითა და ამბებით დაბრუნდა.
@thediary.ge @MechanicalRainbow These guys are magic 🌈🦄 #musicband #magic #mechanicalrainbow #fyp #foryoi #ფორიუ ♬ original sound - ᴛʜᴇ 𝐃ɪᴀʀʏ
დავითი პოლიტიკური მეცნიერებებისა და სოციოლოგიის ბაკალავრია და სწავლას მალე ევროპაში გააგრძელებს. ნინი პროგრამირებას სწავლობს და სხვა არტისტებთან ერთად Gen Z არტ ჟურნალს უძღვება. საბა კი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინს სწავლობს, დადუსა და ცოტნეს ცხოვრება მუდმივად მუსიკის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა თავისუფალ დროს დადუს ხატვა, ცოტნეს კი კომპიუტერული თამაშებით ერთობა. ხუთივე ერთად კი, ქართული მუსიკალური სამყაროს გამორჩეულ ბენდს, Mechanical Rainbow-ს წამოადგენს.
როგორ შეიქმნა Mechanical Rainbow?
ცოტნე:დათოს ადრეც ვიცნობდი და ბენდის გაკეთებას სულ ვთხოვდი. ერთ ახალ წელს ორივეს ერთდროულად შეყვარებულები დაგვშორდნენ, ჰოდა დათოს დავურეკე, ბენდი გავაკეთოთ-თქო. ასე დაიწყო ამბავი.
საბა, შენ ახლახან შემოუერთდი ბენდს და დრამერის ადგილი დაიკავე. რა ჰქონდა Mechanical Rainbow-ს ისეთი, რამაც ბენდში დაკვრის სურვილი გაგიჩინა?
საბა:სურვილი გამიჩნდა იმიტომ, რომ Mechanical Rainbow-ა, ყოველთვის კარგ მუსიკას აკეთებდა და ახლა უკვე ერთად ვაკეთებთ. სხვათა შორის, წინა წელს Open Air-ზე ვუკრავდი და ერთ დღეს ბექსტეიჯში დადუ და ცოტნე შემოვიდნენ, ვიცოდი რომ Mechanical Rainbow იყვნენ. მაშინ მითხრეს, რომ ძალიან კარგად დავუკარი, ახლა კიდევ მეც ამ ბენდში ვუკრავ.
როგორ ფიქრობ, შენი ყოფნა ბენდის მუსიკალურ განვითარებას როგორ განსაზღვრავს?
საბა:რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმას გეტყვით, რომ აქამდე არცერთ ფესტივალზე არ ვყოფილვარ მსმენელად და ყველგან, როგორც არტისტი ისე მოვხვდი. Mechanical Rainbow-ს არცერთ Live-ზე არ ვიყავი ნამყოფი და ახლა აქ ვუკრავ. ჰოდა, წინა წელს Lollapalooza-ზე უნდა წავსულიყავო და ისე მოხდა რომ ვერ წავედი. ამიტომ შემდეგი მიზანი ფესტივალზე ბენდთან ერთად წასვლაა.
ნინი, ხელოვნური ინტელექტის ერაში ვცხოვრობთ, როგორ გგონია რა გავლენას ახდენს AI ხელოვნებაზე?
ნინი:ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ჩანაცვლება შეუძლია მაქსიმუმ იმ პროფესიებში, რომელთა რაღაც ნაწილები ავტომატიზებულია. მუსიკას კი ადამიანი იმიტომ უსმენს, რომ მუსიკოსთან ემოციურ კავშირს გრძნობს. გარდა იმისა, რომ მუსიკოსი ლამაზ მელოდიას წერს, მსმენელი შესრულებას უყურებს, ინტერვიუებს კითხულობს და მუსიკოსის ემოციურ მდგომარეობას გრძნობს. ადამიანურ ემოციებს ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს და მგონია, რომ არტისტულ სივრცეს AI ვერ შელახავს. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება კომპანიებისგან დაკვეთილი მუსიკა დაწეროს ან ხმის დიზაინზე იმუშაოს. მაგრამ იმის გარდა რაც არა შემოქმედებითი, არამედ უბრალოდ რეკლამისთვის background მუსიკაა ნაკლებად ჩანაცვლებადია. ამას ემატება Live მუსიკა, რობოტის კონცერტზე ალბათ არავინ წავა. კიდევ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ AI არსებული არტისტების ტრეკებით იკვებება და მგონია, ეს რაღაც მხრივ საავტორო უფლებების დარღვევაც არის და უნდა დარეგულირდეს
რამდენად ჰგავს კოდის წერა მუსიკის წერას?
ნინი:კომპიუტერული მეცნიერები მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური და მათემატიკური სფეროა, რახან არაფრისგან ახალს ქმნი, შემოქმედებასთან მაინც ახლოს არის. ძალიან მინდა პროგრამირებისა და მუსიკის სიყვარული მომავალში დავაკავშირო. პროგრამირებაშიც ისეთ ადგილას თუ ვიმუშავებ სადაც მუსიკასთან მექნება კავშირი იდეალური იქნება.
როგორც ხელოვანები როგორ შეაფასებდით თავისუფლების ხარისხს საქართველოში?
ცოტნე:შეზღუდული გარემო ზოგჯერ საჭიროა და ამ ვითარებას ბევრი ბენდიც იყენებს. თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ხშირად ძალიან კარგი მუსიკა იქმნება. ამის მაგალითია თუნდაც პოსტ-პანკი. ჩვენ შემთხვევაში, გაქცევა და ესკაპიზმის იდეა ინსპირაციაა.
დავითი: ქვეყანა ფურცელზე არტისტებს გამოხატვის საშუალებას ყველანაირად აძლევს და ვერავინ იტყვის, რომ რამე შეიზღუდა. ცენზურა ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, თუმცა ამის რისკი და საშიშროება არსებობს. კარგი ის არის, რომ გვაქვს ის კულტურა, რომ ხელოვნებაში სხვადასხვა კონტრიბუციის შემტანი ჯგუფები გავერთიანდეთ. ჯერ გვყოფნის იმის თავისუფლება, რომ როგორც სუბკულტურებად, ისე კონტრკულტურებად ვიარსებოთ. შეგვიძლია გვწამდეს რაღაცის და ერთი იდენტობის ქვეშ გავერთიანდეთ, შემდეგ კი ეს საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ კონტრკულტურის წევრი და ჩვენი კონტრიბუციით რაღაც ცვლილებები გამოვიწვიოთ. ისე როგორც ჰიპებმა გააკეთეს ამერიკაში.
ნინი:მე იმას დავამატებდი, რომ ჩარჩოებში ჩასმული სოციუმი გვყავს და ჩვენც აქ გავიზარდეთ. ბენდში სტერეოტიპების გადალახვის, დაძლევის მომენტები გვქონდა. მაგალითად იმის გააზრება, რომ რატომაც არ შეიძლება ბიჭმა წკაპებით იაროს?! ზოგჯერ შემოქმედებაშიც ვიზღუდავდით თავს. ვფიქრობდით, რომ რაღაცები ზედმეტი იყო და ხალხი ვერ მიიღებდა სწორად. მერე მივხვდით, რომ თუ ბოლომდე არ გამოხატავ, ვერ მიეჩვევი. სცენაზე დგომისას ბევრი ადამიანის ყურადღება თავიდან მბოჭავდა და ბოლო პერიოდში ეგ დისკომფორტიც გადავლახე.
საბა:ხელოვნებას კანონები ვერ შეზღუდავს. ერთადერთი პრობლემა არის საზოგადოება, ბევრ არტისტს აქვს შიშის მომენტი, რომ უარყოფით უკუკავშირს მიიღებს.
მე მგონია, რომ ხელოვნება თავისუფლებაა, ვერცერთი კანონი და ვერავის აზრი მას ვერ შეზღუდავს.
ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს არტისტს თუ პირიქით?
დავითი: ეს მიმართება ორმხრივია. არტისტი შემოქმედებას უნდა ქმნიდეს და სხვა არტისტებს ეხმარებოდეს, ქვეყანა კი თავის მხრივ საჭირო პირობებს უნდა სთავაზობდეს ხელოვანებს. საქართველოში უცნაური იერარქია გვაქვს, საავტორო მუსიკას ვინც მქნის, ისინი მაგარ ტიპებად აღიქმებიან, მაგრამ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ბენდებში უკრავენ და ძირითადად ქავერ მუსიკას აკეთებენ, არსად არ წერია. სახელმწიფო მათით არ ინტერესდება და შემდეგ კანონთან გვექნება პრობლემები, ანაზღაურება ხელფასად ვერ რეგისტრირდება და ისეთ ყოველდღიურ პრობლემებს ქმნის, როგორიცაა მაგალითად ბანკიდან სესხის აღება. სახელმწიფო ხელოვანებისთვის ღირსეული პირობების შექმნას უნდა ცდილობდეს. ამასთანავე ადამიანიც უნდა ცდილობდეს საკუთარი თავი და კოლეგები განავითაროს და საერთო პროდუქტი შეიქმნას.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დადუ:სხვა ქვეყნიდან, სხვა ჟანრიდან დავიწყეთ და ახლა აქ ვართ, სხვა გეგმებით. გვინდა ჩვენი მუსიკა საქართველოს გარეთ გავიტანოთ და ერთგული მსმენელისთვის დავუკრათ. ბევრი ფესტივალია, რომლებზეც მოხვედრაც ძალიან გვინდა. ახლა Mechanical Rainbow-ს ცხოვრებაში ახალი, კოლაბორაციების ფაზა დადგა.
17 ივლისს Kordz-თან და სტეფანესთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა "სდექ" გამოდის.
როგორი გრძნობებია თქვენს თაობაში, საქართველოდან სამუდამოდ წასვლაზე ფიქრობთ?
დადუ:გვჯერა რომ საქართველოში ხალხი და მუსიკა ისე ვითარდება, რომ აქ დარჩენას აზრი ნამდვილად აქვს. ჩვენ სამყაროებს შორის გაყოფა უფრო მოგვწონს, აქაც ევროპაშიც და ამერიკაშიც დიდი სიამოვნებით დავუკრავთ. მაგრამ მაინც სხვანაირი შეგრძნებაა, როცა შენს ენაზე მოლაპარაკე მსმენელისთვის უკრავ.
რომელ ენაზე გირჩევნიათ სიმღერა?
დადუ: ვერ გეტყვი, რომელ ენაზე მირჩევნია წერა, ალბათ იმას გააჩნია ამ დროს რას ვგრძნობ, ეს არის მთავარი ინდიკატორი. ადრე სულ ინგლისურად ვწერდით, ახლა ქართულადაც ვმღერით. ის, რომ ქართველი მუსიკოსები ქართულად ხშირად ვერ წერენ ორი მიზეზიდან გამომდინარეობს. ქართულად ვერ ვწერდით იმიტომ რომ ჩვენი თაობა ინგლისურ ენის გარემოში გაიზარდა, ამასთანავე ბევრი მუსიკოსი ამბობს რომ ქართულად უფრო "exposed" ხარ. მაგრამ ეს კომპლექსი ნელ-ნელა მოიხსნა და ქართულად სიმღერა ბევრმა დაიწყო.
ფოტო: იკა პირველი
ჩაცმულობა და აქსესუარები: Navne
ლოკაცია: კიკეთის ფერმა
ვიდეო: TheDiary