#WOMEN POWER

8 მარტის მსვლელობა: ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!

გაზიარება:

8 მარტს, ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ დღესასწაულზე, ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ და მთელი საქართველოს მასშტაბით მარშს სახელწოდებით „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“ გამართავენ. ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა 15:00 საათზე, 13 ქალაქში გაიმართება.

ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, მანიფესტის მიმართვა ეხება საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს - სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ქალებს; შინ და გარეთ მშრომელ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალებსა და შშმ ბავშვების დედებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის ქალებს; ქვიარ და ტრანს ადამიანებს; მიგრანტ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ ქალებს, მარტოხელა დედებს, ყველა ასაკისა და პროფესიის ქალსა და გოგოს, ყველას, ვინც თავს ქალად მოიაზრებს.

„თანასწორობისთვის ბრძოლა განსაკუთრებით რთულია ისეთ პოლიტიკურად და ეკონომიკურად არამდგრად ვითარებაში, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება: 

დღეს ვიბრძვით, რომ სახელმწიფო პოლიტიკა აღიარებდეს ქალთა სიღარიბეს, მაშინ, როდესაც ქალების უმრავლესობა ვმუშაობთ ყველაზე დაბალანაზღაურებად, და დაუფასებელ სამუშაოებზე. ქალები ვართ არაფორმალური ეკონომიკის უჩინარი მუშაკები, არ გვაქვს შრომითი ხელშეკრულებები, ჩვენი შრომითი უფლებები დაუცველია და ვერ ვსარგებლობთ სოციალური სიკეთეებით - ღირსეული პენსიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. ხშირად ჩვენ გაწეული შრომისთვის საკმარის ანაზღაურებასაც კი ვერ ვიღებთ, რათა სიღარიბეს თავი დავაღწიოთ“ - ვკითხულობთ 8 მარტის მანიფესტში.

დღეს, ჩვენი უფლებებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის გაუფასურებას და მოპოვებული უფლებების წართმევას ცდილობენ. 

მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

თბილისი რესპუბლიკის მოედანზე (მარშით პარლამენტისკენ);

ქუთაისი (აღმაშენებლის გამზირი #1 - ლადო მესხიშვილის თეატრის წინ);

ბათუმი (საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) მარშით ევროპის მოედნამდე);

ოზურგეთი (ჭადრების ბაღი);

ამბროლაური (კოსტავას #28 - ახალ პარკთან);

ახალქალაქი (ახალქალაქის პარკში)

ბოლნისი (სულხან-საბა ორბელიანის #106 - კულტურის სახლის წინ)

გორი (სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერი);

თელავი (სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ); 

მარნეული (რუსთაველის ქუჩა #73 - მარნეულის მერიის წინ)

ზევით