#მოგზაურობა

მსოფლიოს 7 ყველაზე დაცული და შეუღწევადი ადგილი

გაზიარება:

კითხვაზე, რომელია დედამიწაზე ყველაზე დაცული ადგილი, თქვენი უმეტესობა “ალკატრასის ციხეს” უპასუხებს. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავეების სამყოფელში რიგი საბუთების, ნებართვებისა და პროცედურების გარეშე ვერც ვერავინ შევა და მით უმეტეს, ვერავინ გამოვა. თუმცა, ალკატრასის ციხის გარდა ჩვენს პლანეტაზე ასობით გასაიდუმლოებული ადგილი არსებობს, რომელთა შესახებაც ბევრმა თქვენგანმა დღემდე არ იცის. The Diary-ის გუნდი სამყაროში ყველაზე დაცული და შეუღწევად 7 ლოკაციას წარმოგიდგენთ.

#1 ვატიკანის ქუჩის არქივი - რომი, იტალია.

ვატიკანის საცავი, ყველაზე დაცული ადგილები

ამ შენობის აგებიდან 400-ზე მეტი წელია გასული. ვატიკანის ქუჩის არქივში უძველესი რელიგიური დოკუმენტაცია და ხელნაწერები ინახება. არავინ იცის რა საჭიროა რელიგიური არქივის ასეთი გასაიდუმლოება, მაგრამ ზემოთ ხსენებულ საბუთებამდე მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

#2 ფედერალური სარეზერვო ბანკი - ნიუ იორკი, აშშ

ნიუ იორკი, ფედერალური რეზერვი, დაცული

ყველა მძარცველის ოცნება ნიუ იორკის ქუჩების ქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე, 90 ტონა მეტალისა და 140 ტონა ცემენტის ბლოკების ნაგებობაშია მოქცეული. ამ ყველაფერს კი ძალიან (ძაააააააააააალიან) დიდი მიზეზი აქვს. ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავში 7000 ტონა ბაჯაღლო ოქრო ინახება.

#3 სვალბარდის თესლის გლობალური საცავი - ნორვეგია

თესლის საცავი, ნორვეგია

ეს საცავი დედამიწის ოქროსა და ბრილიანტების მარაგზე გაცილებით ძვირფას კოლექციას იცავს. თესლის ბანკი 930 ათასზე მეტი სახეობის მცენარის თესლებს ინახავს, რომელთა გამოყენებით, ატომური ომის შემდეგაც კი მოხერხდება დედამიწის ხელმეორედ გაშენება.

#4 დემილიტარიზებული ზონა - ჩრდილოეთ კორეა

 დემილიტარიზებული ზონა, ჩრდილოეთ კორეა

გეცოდინებათ, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადაკვეთა განსაკუთრებული ნებართვებისა და საბუთების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კიდევ უფრო დაცული და შეუღწევადი ტერიტორია - დემილიტარიზებული ზონა მდებარეობს, რომლის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში, შემქმნელს მყისიერად შეხვდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი მიმართულებით ცეცხლს ორივე მხრიდან გახსნიან.

#5 AIR FORCE ONE

პრეზიდენტის თვითმფრინავი, air force one

ამერიკის პრეზიდენტის საჰაერო სამყოფელი სამყაროში ყველაზე დაცული საჰაერო ლოკაციაა. თვითმფრინავის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა პრეზიდენტის დაცვას ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს უზრუნველყოფს.

#6 HAVEN CO

haven co, მონაცემების დაცვის კომპანია, მისტიური

თუ Haven Co-ს შესახებ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ ეს მონაცემების დაცვის მისტიური კომპანიაა, რომელიც სადღაც ჩრდილოეთის ოკეანის შუაგულში მდებარეობს და მასში მოხვედრის ბედნიერება სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს ხვდა წილად. ნაგებობა იმდენად დაცული გახლდათ, რომ მასში ვიზიტორების სიაში მხოლოდ რამდენიმე მფლობელი, თანამშრომლები და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის 2 წევრი შედის (მიხვდებოდით, ამ ორიდან ერთის ვინაობას). 2008 წელს კი Heaven Co გაურკვეველი მიზეზების გამო დაიხურა.

#7 დედოფლის საძინებელი - გაერთიანებული სამეფო

დედოფალი ელისაბედ II, საძინებელი, თავდასხმა

დიდი ბრიტანეთი ელისაბედ II-ის მშვიდი ძილისთვის ყველაფერს გააკეთებს. დიახ, იყო დრო, როდესაც დედოფლის საძინებელში უცნობი მამაკაცი შეიჭრა. 90-იან წლებში უცნობმა არნახული ოსტატობით მოახერხა სასახლის დაცვის გვერდის ავლა, 14 მეტრიან კედელზე გადაძრომა და ელისაბედ II-ის სამყოფელში მოხვედრა. ინციდენტის შემდეგ დედოფლის საძინებელი მოძრაობის დამაფიქსირებელი სენსორებით, ლაზერული დაცვით და გაათმაგებული რაოდენობის დარაჯებით აღიჭურვა.

ზევით