The Favorite-ის შემდეგ, ემა სტოუნი და რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი ახალი სიურრეალისტური ფილმის Poor Things-სთვის გაერთიანდნენ. ფილმი არის ისტორია სიყვარულის, აღმოჩენისა და გაბედულების შესახებ და დაფუძნებულია ალასდეირ გრეის ამავე სახელწოდების რომანზე.
ეს ემა სტოუნისთვის, 2021 წლის Cruella-ს შემდეგ, პირველი როლი და იორგოს ლანთიმოსთან რიგით მესამე კოლაბორაციაა. 2018 წელს, იდუმალი ბერძენი რეჟისორის The Favourite-ში მონაწილეობისთვის, ემამ ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, მსახიობმა ასევე ითამაშა ლანთიმოსის მოკლემეტრაჟიან ფილმ Bleat-ში.
ოფიციალური მოკლე შინაარსის მიხედვით, Poor Things ყურადღებას ამახვილებს ბელა ბაქსტერის (სტოუნის) წარმოუდგენელ ზღაპარსა და ფანტასტიკურ ევოლუციაზე, ახალგაზრდა ქალის, რომელიც სიცოცხლეში დაბრუნდა ბრწყინვალე და არაორდინალური მეცნიერის დოქტორ გოდვინ ბაქსტერის (უილემ დეფო) დამსახურებით. ბაქსტერის მფარველობით, ბელას სწავლის დაუძლეველი სურვილი აქვს. ამქვეყნიური ცოდნის აღმოსაჩენად, ბელა ადვოკატ დუნკან ვედერბერნთან (მარკ რუფალო) ერთად თავგადასავალში გარბის. წინა ცხოვრების ცრურწმენებისგან თავისუფალი, ბელა მტკიცეა თავისი მიზნის, თანასწორობისა და თავისუფლების შესახებ.
ემა სტოუნის თქმით, ბელას ესმის რას ნიშნავს იყო ამ საზოგადოების წევრი ქალი და რამდენადაა ეს ცოდნა დაკავშირებული სექსთან, „ბელას სექსუალობა ამბის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს სტოუნი. „ადამიანის გამოცდილება მისთვის მომხიბლავია და სექსი ამის მთავარი ნაწილია... მე მინდოდა მეთამაშა ბელას როლი, რადგან ეს გულისხმობდა იმის მიღებას თუ რას ნიშნავს იყო ქალი, იყო თავისუფალი, შეშინებული და ძლიერი“.
სტოუნის, დეფოსა და რუფალოს გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეროდ კარმაიკლი, რამი იუსეფი, კრისტოფერ ებოტი, მარგარეტ კუელი, კეტრინ ჰანტერი, სუზი ბემბა და უეინ ბრეტი.
Poor Things კინოთეატრებში 2023 წლის 8 დეკემბერს გამოვა. მანამდე კი მისი მსოფლიო პრემიერა 1-ელ სექტემბერს, ვენეციის 80-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
Sombr – 20 წლის ნიუ-იორკელი მუსიკოსი, რომელიც თავისი უნიკალური ჟღერადობითა და გულწრფელი ემოციებით ინდიროკისა და პოპის სცენაზე სახელს იხვეჭს. გაიცანით ვინ არის მუსიკალური სამყაროს ახალი სახე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად ითვლება.