წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 2026
3–13 სექტემბერს წინანდლის მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო მუსიკოსებს, ორკესტრებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს უმასპინძლებს.

8 სექტემბერს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე ბათიაშვილი პიანისტ მარკ-ანდრე ამლენთან და შუმანის კვარტეტთან ერთად წარდგა. საღამოს პროგრამაში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ერნესტ შოსონის ნაწარმოებები შესრულდა.
ეს ლიზა ბათიაშვილის მესამე გამოსვლა იყო წლევანდელ წინანდლის ფესტივალზე. 3 სექტემბერს მან ჯანანდრეა ნოზედასა და პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი შეასრულა, 6 სექტემბერს კი გიორგი მარდალეიშვილთან, მარკ შუმანთან და გიორგი გიგაშვილთან ერთად კამერული მუსიკის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ლიზა ბათიაშვილი თანამედროვე კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი მევიოლინეა. იგი წლებია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის ბერლინისა და ვენის ფილარმონიულ ორკესტრებთან, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის ფილარმონიებთან. 2015 წელს ის Musical America-მ წლის ინსტრუმენტალისტად დაასახელა. Musical America Awards-ი ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ხელოვნების სფეროში გამორჩეულ მიღწევებსა და შემოქმედებით წარმატებას აღიარებს.
2010 წლიდან ლიზა ბათიაშვილი Deutsche Grammophon-ის არტისტია. მის დისკოგრაფიაში შედის როგორც კლასიკური რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, ისე თანამედროვე პროექტები. 2021 წელს მან Lisa Batiashvili Foundation დააარსა, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებს მხარს უჭერს.