ტიმოთი შალამე ბერლინის კინოფესტივალზე

ტიმოთი შალამე 2025 წლის ბერლინის კინოფესტივალზე,ფილმ „A Complete Unknown“-ის პრემიერაზე, Chrome Hearts-ის ვარდისფერ სამოსში წარსდგა. მსახიობის მაისური, ჰუდი, ჯინსის შარვალი და Timberland-ის ჩექმებიც ერთგვაროვანი ვარდისფერი ტონალობით გამოირჩეოდა, ხოლო მაჯას ვარდისფერი საათი ამშვენებდა. „Dune“-ის ვარსკვლავის კისერზე Cartier-ის ბრილიანტის ყელსაბამი ბრჭყვიალებდა.

timothe chalamet berlinale in pink

ფილმის პრემიერას, რომელიც ცნობილი მომღერლის, ბობ დილანის კარიერის დასაწყისსა და 1960-იან წლებში მის ცხოვრებას ასახავს, ტიმოთი შალამეს პარტნიორი, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერიც დაესწრო. ჯენერს შავი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

საინტერესოა, რომ წითელი ხალიჩისთვის წყვილები ხშირად განგებ ირჩევენ ისეთ ლუქებს, რომლებიც ერთმანეთს ეხამება, თუმცა ჯენერმა კლასიკურს მიანიჭა უპირატესობა, შალამესგან განსხვავებით, რომელიც Y2K სტილის მიმდევრობით გამოირჩევა.

ტიმოთი შალამე

ფილმის პრემიერამდე შალამემ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბობ დილანის როლის შესრულებისთვის გაწეულ ემოციურ და დროით ინვესტიციაზე ისაუბრა. ამავე პრესკონფერენციაზე მან Y2K სტილისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა – კამერების წინ შავი და ყვითელი Adidas Columbus Crew-ის საფეხბურთო ქურთუკით, განიერი ჯინსითა და რეტრო ბოტასებით წარდგა.

ბერლინალე, ტიმოთი შალამე

ზევით