თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენა The Why Not Gallery-ში

თეკლა კიღურაძე, თეკლა კიღურაძე გამოფენა,

25 ივნისს, The Why Not Gallery ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის, თეკლა კიღურაძის, პირველ პერსონალურ გამოფენას „დამალული ნაპერწკლები“ უმასპინძლებს. გამორჩეული ხატვის სტილისა და თეკლას ხელწერისთვის დამახასიათებელი პატერნებისა თუ პასტელური ფერებით შექმნილი ჯადოსნობების ნახვა 30 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

თეკლა კიღურაძე, თეკლა კიღურაძე გამოფენა,

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის ფიქრებია ცხოვრების გარდამავალ პერიოდზე, ბავშვობის დატოვებისა და ზრდასრულობაში შებიჯების შესახებ.

თეკლა კიღურაძე, თეკლა კიღურაძე გამოფენა,

საკუთარი თავის ძიებისა და მომწიფების ამ მოგზაურობაში, ბავშვობის მოგონებები მოულოდნელად მნიშვნელობის დამატებით ფენას იძენს. უეცრად, მიამიტური ყოველდღიურობის უმნიშვნელო მომენტები, რომელიც კადრებად ამოტივტივდება ხოლმე, ისეთი მძაფრი და ძლიერია, ზუსტი შეგრძნებების აღდგენა შეუძლია - შეხების, სუნის, განცდის; ეს ზუსტად ის ძვირფასი მომენტებია, რომელიც განგვსაზღვრავენ, როგორც პიროვნებას.

თეკლა უღრმავდება საკუთარ მოგონებებს, რომლებსაც ის დროში მოგზაურობიდან მარგალიტებივით აგროვებს. ტილოებზე მათი გამოსახვით, მხატვარი თითქოს ფიზიკურობას ანიჭებს ეფემერულ და წარმავალ შეგრძნებებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, თითქოს უკვალოდ ქრებიან. ეს გრძნობები ხელოვანს კომპოზიციურად აქვს გამძაფრებული, იგი ირჩევს ექსტრემალურ მიახლოებას და თითქოს სრული სიუჟეტის მხოლოდ პატარა დეტალს ხატავს.

თეკლა კიღურაძე, თეკლა კიღურაძე გამოფენა,

ეს ძალიან გავს იმას, თუ როგორ ვიხსენებთ მოგონებებს - ბანალური მოქმედებების წარმავალ წამებს, რომლებსაც სეფიის ელფერი აქვს. ხელოვანი ადგენს კონკრეტულ პალიტრას, რომელსაც დამჯდარი ლურჯის, მწვანისა და მიწისფერის შეთამაშებით ღებულობს და ამგვარადაც ამძაფრებს სერიის განწყობას.

თეკლა კიღურაძე, თეკლა კიღურაძე გამოფენა,

ეს გამოფენა თითქოს დავიწყების წინააღმდეგ აჯანყების აქტია, ოდა იმ ფარული ნაპერწკლებისადმი, რომლებიც გვინათებენ ცხოვრების გზას, ჩვენი მცველები არიან, როცა გვჭირდება სევდასთან ბრძოლა და თავშესაფარს გვთავაზობენ, მაშინ, როცა უიმედოდ ვეძებთ მას.

ზევით