#მხატვრობა

სიყვარულის ენის კონცეფციის აღქმა ხელოვნების დახმარებით

გაზიარება:

სიყვარულის გამოხატვისა თუ მიღების იმდენი ვარიაცია არსებობს, რამდენი ინდივიდიც დედამიწის ზურგზე დაიარება. ჩვენ, ყველანი სიყვარულის განსხვავებულ ენაზე ვლაპარაკობთ, უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის ჩვენეულ ვარიანტს მივმართავთ და ჩვენი ურთიერთობების ბედ-იღბალს სწორედ მას მივანდობთ. 1992 წელს, ურთიერთობების ექსპერტმა გერი ჩეპმანმა, წიგნით სიყვარულის 5 ენა, სამყაროს უსასრულო სიყვარულის საიდუმლო გაუმხილა და თავისი ყოვლისმომცველი კონცეფცია მარტივ საკუმუნიკაციო საშუალებებზე დააფუძნა, რომელსაც დღეს ხელოვნების დახმარებით წარმოგიდგენთ.

1. დაფასების ენა

„სიყვარულის წერილი“ ჟან ონორე ფრაგონარისგან (ადრეაული 1770-იანი წლები)

სიტყვებს ყველაზე კარგად შეუძლიათ გამოხატონ ის თუ რას გრძნობს ადამიანი, დოქტორი ჩეპმენი მას „შეფასების ძალად“ მოიხსენიებს. ყველა აფასებს კომპლიმენტს, მიძღნვილს ინტექლეტზე, სიკეთესა თუ სილამაზეზე. ფერწერულ ტილოზე სახელწოდებით „სიყვარულის წერილი“, ფრანგი მხატვარი ჟან ონორე ფრაგონარი, ასახავს როკოკოს პერიოდის რომანს. მხიარული, ახალგაზრდა ქალი დახრილია მაგიდისკენ, ხელში ყვავილების თაიგული და თაყვანისმცემლის წერილი უჭირავს. ის პირდაპირ მაყურებელს უმზერს თვალებში და მასთან საჩუქრების გაზიარება არ სურს, რადგან წერილში დაწერილი სიტყვები მხოლოდ მისია.

2. საჩუქრების ენა

შაიხ ზადა მეფე ბაჰრამ გურმა ყვითელ სასახლეში

Haft Paikar (შვიდი მზეთუნახავი) არის სპარსელი პოეტის ნიზამი განჯავის რომანტიკული ეპოსი, რომელიც მოგვითხრობს ღვთაებრივი სიყვარულისა და მიწიერი სიამოვნების შესახებ. შაიხ ზადას ამ ილუსტრაციაში, წარმოგვიდგენს მეფე ბაჰრამ გურმას, რომელმაც მოინახულა თავისი ერთ-ერთი პრინცესა და მას მოწიწებით ეპყრობა. მორალისტური ლექსი ფესვგადგმულ მატერიალურ მანკიერებებს ამხელს. როგორც დოქტორი ჩეპმენი წერს: „არ არის აუცილებელი საჩუქრები იყოს ძვირადღირებული, მთავარია ყურადღება".

3. მზრუნველობა

შეყვარებული წყვილი თოვლში, სუზუკი ჰარუნობუს ნახატი (1764-72)

„ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, განმარტავს დოქტორი ჩეპმენი. ედო პერიოდის მხატვრის სუზუკი ჰარუნობუს ხის პრინტი ასახავს წყვილს თოვლში მშვიდი სეირნობის დროს. ორი შეყვარებული იზიარებს ქოლგას, რომელიც ერთად უჭირავთ. ინტიმური სცენა გვახსენებს კეთილი ჟესტების, თანამშრომლობისა და კომპრომისის მნიშვნელობას.

4. ერთად გატარებული დრო

Untitled (კლუბის წყვილი)  კერი ჯეიმს მარშალის ნახატში (2014)

ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის სასიცოცხლო ასპექტია ხარისხიანი დრო, რომელსაც დოქტორი ჩეპმენი აღწერს, როგორც „გაუნაწილებელ ყურადღებას“, როგორიცაა თავდადებული საუბარი. კერი ჯეიმს მარშალის ნახატში Untitled (კლუბის წყვილი) კაცი და ქალი რესტორანში სხედან და ელექტრიკურ ლურჯ კოქტეილებს უზიარებენ. წყვილი უღიმის მაყურებელს, ხელებ ჩაკიდებული. მამაკაცი ეშმაკურად მალავს პატარა ლურჯ ყუთს პარტნიორის ზურგს უკან. მარშალი სვამს კითხვას, რა საუბარი შეიძლება გაიმართოს წყვილს შორის მალე?

5. ფიზიკური შეხება

გუსტავ კლიმტის კოცნა (1907-08)

დოქტორი ჩეპმენის სიტყვებით, „არაფერი გამოხატავს უფრო ნათლად სიყვარულს“, ვიდრე ფიზიკური შეხება; თავის შედევრში კოცნა, ავსტრიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი ასახავს დროის საპატიო მოქმედებას მისი დამახასიათებელი ბიზანტიური სიმდიდრით. ნამუშევარი სურვილისა და ხორციელი სიყვარულის დასტურია, რომლის სენსუალურობა სულიერ გამოცდილებას უახლოვდება. წყვილი ჩაკეტილია მჭიდრო ჩახუტებაში, ოქროში გახვეული. ქალს თვალები დახუჭული აქვს, მაგრამ ის მშვიდად გვეჩვენება, სანამ შეყვარებული ნაზად კოცნის ლოყაზე

ზევით