#მხატვრობა

სალომე ჯოხაძის პირველი სოლო შოუ „იმედია, სწორად ვსუნთქავ“ გალერეა 4710-ში

გაზიარება:

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ სალომე ჯოხაძის პირველ სოლო შოუს „იმედია, სწორად ვსუნთქავ“. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, რომელიც ამ გამოფენისთვის შეიქმნა.

სალომე ჯოხაძე მულტიმედია ხელოვანია, რომელიც ბევრ განსხვავებულ მედიუმში მუშაობს: ფერწერა, გრაფიკა, ნაქარგი, ობიექტი, ინსტალაცია, კომპიუტერული გრაფიკა და ა.შ მისი ხელოვნება ძირითადად პირადი გამოცდილებით არის შთაგონებული, ავტორის სამეტყველო ენა ძალიან ინდივიდუალურია ფერით და ფორმით.

სალომე ჯოხაძე, სოლო შოუ, გალერეა 4710,

გამოფენა სალომეს გარდამავალი პერიოდის ფიქრების გარშემო ერთიანდება და გვიზიარებს პერსონალურ გამოცდილებას ბავშვობიდან ზრდასრულობის ასაკში გადასვლის შესახებ, თანმდევი შფოთვის და დაცული სივრცეების ძებნის უწყვეტ პროცესზე და ერთგვარ შიშზე, რომელიც გამოფენის სათაურშიც ჩანს, სადაც ავტორი სუნთქვის პროცესსაც ეჭვქვეშ აყენებს.

სალომე ჯოხაძე, სოლო შოუ, გალერეა 4710,

სალომეს გამოფენაზე გამოყენებული აქვს რამდენიმე სიმბოლო, რომელიც დამთვალიერებლისთვის ერთგვარი მეტაფორებია; სიბრძნის კბილი, ეკლებიანი სახლი, ხმლები, მებრძოლი გოგოები და აბსტრაქტული ფორმები ერთგვარი ძიების პროცესია, რომელიც სალომეს შინაგან სამყაროს აღწერს.

გალერეა 4710-ში გამოფენა 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზევით