ნათია თოდუა JAZZTAGE DRESDEN 2026-ის სახე გახდა

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანიის ერთ-ერთი მასშტაბური ჯაზფესტივალის, Jazztage Dresden 2026-ის ოფიციალური სახე გახდა. მისი ფოტო ფესტივალის მთავარ აფიშასა და 2026 წლის საკომუნიკაციო კამპანიაში გამოჩნდება.

natia todua

Jazztage Dresden ყოველწლიურად ირჩევს არტისტს, რომელიც ფესტივალის ე.წ. Titelgesicht, ანუ მთავარი ვიზუალური სახე ხდება. წელს ეს სტატუსი ნათია თოდუას მიენიჭა. 

Jazztage Dresden ყოველწლიურად ირჩევს არტისტს, რომელიც ფესტივალის ე.წ. Titelgesicht, ანუ მთავარი ვიზუალური სახე ხდება. წელს ეს სტატუსი ნათია თოდუას მიენიჭა. ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორებმა პროგრამის წარდგენასთან ერთად გაავრცელეს.

2026 წლის Jazztage Dresden 2 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე გაიმართება. 59 საფესტივალო დღის განმავლობაში დაგეგმილია 68 კონცერტი, რომლებშიც 25 ქვეყნიდან 400-ზე მეტი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა აერთიანებს ჯაზს, სოულს, ფანკს, გოსპელს, ბლუზს, სვინგს, შანსონს, ფიუჟენს, ლათინურ მუსიკასა და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ ტრადიციებს.

11 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ნათია თოდუა დრეზდენის H42-ის სცენაზე წარადგენს პროგრამას „From Georgia with Soul“. კონცერტი ჯაზის, ბლუზისა და სოულის გავლენებს გააერთიანებს და მომღერლის ქართულ ფესვებსა და საერთაშორისო მუსიკალურ გამოცდილებას დაუკავშირებს.

ნათია თოდუ withband
ნათია თოდუა ბენდთან ერთად

პროგრამაში შევა როგორც თოდუას საავტორო სიმღერები, ისე ქართული მუსიკის გავლენებით შექმნილი კომპოზიციები. „From Georgia with Soul-ის“ მთავარი თემებია წარმომავლობა, ახალი ცხოვრების დაწყება და პიროვნული თავისუფლება.

ნათია თოდუამ ბავშვობა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში გაატარა. მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად იგი 2016 წელს გერმანიაში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი „The Voice of Germany-ის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა. კონკურსის დასრულების შემდეგ თოდუამ სინგლი „My Own Way“ გამოსცა და გერმანიის ევროვიზიის ეროვნული შესარჩევი კონკურსის მონაწილე გახდა.

მომღერლის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნინა სიმონის, ჯენის ჯოპლინისა და ემი უაინჰაუსის მუსიკამ. მის რეპერტუარში სოულის, ჯაზისა და ბლუზის ჟღერადობა თანამედროვე პოპმუსიკისა და საავტორო მუსიკის ელემენტებს ერწყმის.

ფესტივალი დრეზდენში ყოველ შემოდგომაზე იმართება და საერთაშორისო მუსიკოსებს ქალაქის სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში უყრის თავს. 2026 წლის პროგრამაში ნათია თოდუა არა მხოლოდ მონაწილე არტისტის, არამედ მთელი სეზონის მთავარი ვიზუალური სახით არის წარმოდგენილი.

ფოტო:ნათია თოდუას სოც.ქსელები, jazztage-dresden.de

ზევით