#ლიტერატურა

„საბა“ 2023: წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის გამარჯვებულები ცნობილია

გაზიარება:

19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ლიტერატურული პრემია „საბას" 2023 საზეიმო დაჯილდოება შატო მუხრანში გაიმართა. „საბას“ მე-20 საიუბილეო დაჯილდოება გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდულმა ორკესტრმა გახსნა. მუსიკოსებმა, ლევან ჯაგაევის დირიჟორობით, გია ყანჩელის კინომუსიკა შეასრულეს, ქართველი მწერლების მხრიდან ქართული კინოსადმი სოლიდარობის ნიშნად.

2023 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები კი ჟიურიმ 10 ნომინაციაში გამოავლინა. ჯილდო წლის საუკეთესო რომანისთვის ივა ფეზუაშვილსა და ზაზა ბურჭულაძეს გადაეცათ.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

გოგა ქობალიას “ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად”

წლის საუკეთესო პიესა

ვალერი ოთხოზორიას “წმინდა ნაწილები”

წლის საუკეთესო კრიტიკა

ნანა აბულაძის “ორივე სქესი”

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

გიორგი ხულორდავა აბდ ორ-რაჰმან ჯამის “ბაჰარესთანის” თარგმანისთვის.

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე “გალაკტიონი უცენზუროდ”

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ლუკა ბაქანიძის “რომელი ხარ სარდაფსა შინა”

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

დათო ქარდავას “მეორადი ჰომეროსი” და ნინი ელიაშვილის “სხვა სახელი მოუხდებოდა”

მკითხველის “საბა”

გოდე გორგილაძის “რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ელზა ახვლედიანი.

ზევით