#მუსიკა

ვინ და როგორ შეძლებს ნინი ბრეგვაძის მხარდაჭერას THE VOICE-ის შემდეგ ეტაპზე?

გაზიარება:

ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე, ამერიკული The Voice-ში საკუთარ ისტორიას წერს. ახალგაზრდა მომღერალი ბრმა ქასტინგიდან მოყოლებული, მეგა შოუს ყოველ ახალ ეტაპზე გვაოცებს ჩვენც და The Voice-ის მილიონობით მაყურებელსაც. Nini Iris უკვე პროექტის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა და ამიერიდან ყველაფერს მაყურებელი წყვეტს.

სამწუხაროდ, ნინი ბრეგვაძის მხარდასაჭერას ოკეანის გადმოღმა ვერ შევძლებთ, თუმცა ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს "ქართველობის" გამოჩენა ნამდვილად შეუძლიათ. რამდენიმე საათის წინ, ნინის მეგობარმა საბა ვაჩიბერიძემ, ქართველი მუსიკოსისთვის ხმის მიცემის გზები და საშუალებები გაგვიზიარა.

"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, რომ გაიზიარეთ ნინის ამხელა წარმატება მოხვდე საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის, ისეთ პროექტში, როგორიც ვოისია ძალიან რთულია, თან ამ სეზონზე, სადაც ყველაზე დიდი კონკურენცია იყო, პროექტის ისტორიაში ყველაზე მეტი 4 სკამი სწორედ ამ სეზონზე მობრუნდა.

შემდეგი ეტაპი უკვე ლაივ შოუებია, სადაც თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მივმართავ ძალიან დიდი თხოვნით, გადმოწეროთ პროექტის აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ, 1 იმეილით 1 ხმის დაფიქსირება მოხდება მხოლოდ 1 კონკურსანტზე

ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://voice.vote.nbc.com

აპლიკაციის ლინკი ანდროიდზე : https://play.google.com/store/apps/details...

აპლიკაციის ლინკი აიოსზე : https://apps.apple.com/.../the-voice-official.../id910608607

ხმის მიცემა შესალებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ იორკის დროით დაახლოებით 10 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამე. დილით ხმის მიცემა შეწყდება.

სამშაბათს 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დასახელდება 8 მონაწილე, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს .

გამოცხადდება 4 აუთსაიდერი, რომელიც იმღერებს გადარჩენისთვის. გამოსვლების შემდეგ გაიხსენება 5 წუთიანი ხმის მიცემა

სადაც უნდა მოხდეს ხმების დაფიქსირება (ეს იმ შემთხვევაში თუ ნინი აუთსადერებს შორის მოხვდა)". - წერს საბა ვაჩიბერიძე

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განვლილი ტურების შემდეგ ნინის ვიდეოები სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ბიშოპ ბრიგსი, ნინი ბრეგვაძე, ნინი ირის, სიმღერა გააზიარა

მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი გამოსვლა, სადაც არტისტმა სიმღერა სახელწოდებით "River" შეასრულა, Tik-Tok-ზე თავად ტრეკის ავტორმა - ბიშოპ ბრიგსმა გააზიარა და საკუთარი ემოციებიც დაურთო. "Duet" ვიდეოში ჩანს, როგორი სიამაყით უსმებს ბიშოპი ნინის მიერ შესრულებულ კომპოზიციას. 

ვიდეოს კი თან ერთვის წარწერა - "A star is born"!

ზევით