#მხატვრობა

პერფომანსი, რომლის დროსაც მარინა აბრამოვიჩმა საკუთარი სიცოცხლე აუდიტორიას მიანდო

გაზიარება:

1974 წელს, იტალიაში ნეაპოლში მარინა აბრამოვიჩის შემოქმედებაში ერთ-ერთი ცნობილი პერფომანსი სახელწოდებით Rhythm 0 გაიმართა. არტისტს, პერფომანსის მეშვეობით ადამიანური ურთიერთობების დაუცველობისა და საშიშროების შესწავლა სურდა, ამისათვის კი სულ 6 საათი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში, მარინა აბრამოვიჩი გაუნძრევლად იდგა მაგიდის წინ, რომელზეც 72 საგანი იყო მოთავსებული, მათ შორის შორის ბუმბული, მათრახი, დანა და ერთი ტყვიით დატენილი იარაღი. აუდიტორიაში მყოფებს თითოეული ნივთი მარინაზე შეეძლოთ სურვილისამებრ გამოეყენებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილი საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტ აგრესიას ავლენდა მარინას მიმართ, ხელოვანი პასიურ მდგომარეობას ინარჩუნებდა და არ პასუხობდა აუდიტორიის ქმედებებს.

პერფომანსი წარმოადგენდა ერთგვარ კომენტარს შემსრულებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის შესახებ, ის იკვლევდა საზღვრებს, იმაზე თუ რისი გაძლება შეეძლო როგორც პირველს, აგრეთვე მეორეს.

პერფომანსის დასრულების შემდეგ აბრამოვიჩმა მოვლენები ასე აღწერა: „რაც გავიგე ის იყო, რომ თუ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მაყურებელს მისცემ, მას შეუძლია მოგკლას. თავს ნამდვილად შეურაცხყოფილად ვგრძნობდი: ტანსაცმელი გამიჭრეს, მუცელში ვარდის ეკლები ჩამარჭვეს, ერთმა ადამიანმა იარაღიც კი დამიმიზნა თავში. აგრესიული ატმოსფერო შექმნა, ზუსტად 6 საათის შემდეგ, როგორც დავგეგმე, ფეხზე წამოვდექი და აუდიტორიისკენ დავიწყე სიარული. ყველა გაიქცა, რათა თავი დაეღწიათ რეალური დაპირისპირებისგან. ამ პერფომანსმა აჩვენა, თუ რამდენად ადვილია ადამიანის დეჰუმანიზაცია, რომელიც არ იბრძვის, მან სრულად ამოატრიალა წარმოდგენები საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ახლა მკითხველს, არ სჯერა, რომ მის გარშემო მყოფ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი რამ გაუკეთონ სხვა ადამიანს, თუმცა...

ზევით