#კულტურა #ცნობილები #მუსიკა

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

გაზიარება:

ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტთა შორის მოხვდა, საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ და გამორჩეულ ოპერის მომღერლებს აერთიანებს.

BBC Cardiff Singer of the World-ის პირველი კონკურსი 1983 წელს ჩატარდა კარდიფში და მას შემდეგ მასშტაბური პროექტი ყოველი მეორე წლის ივნისში მასპინძლობს მონაწილეებს.

2021 წელს კონკურსი 2 დღის წინ დაიწყო და 19 ივნისამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობას 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, თუმცა ფინალისტთა შორის მოხვედრა მხოლოდ რამდენიმემ თუ მოახერხა. პოდკასტი BBC Four-სა და BBC Wales-ზე გადაიცემა.

ცოტა შოკში ვარ, თუმცა მადლობელი ვარ. აქ მყოფი ყველა ადამიანით ვამაყობ, რადგან მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. გარემო, რაც ამ კონკურსს აქვს, ძალიან დიდი მხარდაჭერაა - განაცხადა ნატალიამ.

ნატალიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, „ნიჭიერთა ათწლედი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ნიუ-იორკის, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში. ნიუ-იორკის შემდეგ ნატალიამ კარიერა მიუნხენს დაუკავშირა, რაც საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა მისი მხრიდან.

ზევით