#კინო #მოდა

ვინ დგას WEDNESDAY-ის გოტიკური ელეგანტურობის მიღმა?!

გაზიარება:

Netflix-ის 2022 წლის სერიალი უენსდეი სწრაფად იქცა გლობალურ ფენომენად, რომელმაც გოტიკური და „დარქ აკადემიას“ ესთეტიკა მეინსტრიმში დაამკვიდრა. ჯენა ორტეგას მიერ შესრულებული უენსდეი ადამსის პერსონაჟმა შავი მაქმანები, მასიური ლოფერები და მონოქრომული სამოსი მოდის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად აქცია.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, უენდსდეი მეორე სეზონი, ჯენა ორტეგა

Wednesday არ არის მორიგი თინეიჯერული დრამა ან „ადამსების ოჯახის“ გაგრძელება, არამედ სრულიად ახალი ვიზუალური სამყაროა, სადაც თითოეული კოსტიუმი ამბავს მოგვითხრობს. რომ არა პერსონაჟებზე ზუსტად მორგებული და შთამბეჭდავად შექმნილი სამოსი, სერიალი ამდენად პოპულარული ვერ გახდებოდა. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომელიც უენსდეის საკულტო ლუქების უკან დგანან.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, უენდსდეი მეორე სეზონი, ჯენა ორტეგა, კეტრინ ზეტა ჯონსი

სერიალის კოსტიუმების დიზაინერი კოლინ ეტვუდია, ამერიკელი შემოქმედი, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. ის საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის ოსკარზე 12-ჯერ იყო ნომინირებული და ოთხჯერ გაიმარჯვა კიდეც ფილმებისთვის: Chicago (2002), Memoirs of a Geisha (2005), Alice in Wonderland (2010) და Fantastic Beasts and Where to Find Them (2016).

პირველი სეზონი: კლასიკისა და ბნელეთის შეხვედრა

პირველი სეზონისთვის კოლინ ეტვუდმა რთული ამოცანა დაისახა. მას უნდა შეენარჩუნებინა უენსდეი ადამსის უკვდავი გოტიკური სტილი და ამავე დროს თანამედროვე მაყურებლისთვის მიმზიდველი გაეხადა ეს პერსონაჟი. იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად აიტაცა მთავარი პერსონაჟის სტილი საზოგადოებამ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინერმა თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, ჯენა ორტეგა

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი Rave’N Ball-ის Alaïa-ს კაბა იყო – გოტიკური სიმსუბუქითა და დრამატული დეტალებით, რომელიც მალევე იქცა ტრენდად სოციალურ ქსელებში. კაბა სრულად გამოხატავს უენსდეის ხასიათს: შავი, მკაცრი, ბნელი, მაგრამ ამავდროულად დახვეწილი და კლასიკური.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, უენდსდეი მეორე სეზონი, ინიდ სინკლერი

სერიალში უენსდეის ანტონიმი მისი ოთახის მეზობელი, ინიდია – ნათელი, ენერგიული და თამამი გოგონა. მისი სტილი ინიდის ხასიათს კონტრასტული ფერებით, მრავალფეროვანი ტექსტურებითა და არაორდინალური კომბინაციებით ასახავს. ინსპირაციის წყაროდ იქცა Nevermore-ის სასკოლო ფორმაც, რომლის შეძენაც უკვე ონლაინ არის შესაძლებელი.

მეორე სეზონი: მეტი დრამა, მეტი ფერი, მეტი გოტიკა

„ბევრად მეტი იუმორი და სიხალისეა ამ სეზონის კოსტიუმებში“, – კოლინ ეტვუდი.

მეორე სეზონის ვიზუალურ მხარეზე კოლინ ეტვუდთან ერთად მარკ საზერლენდიც მუშაობდა. უენსდეის სამოსი მრავალფეროვანი გახდა და ყოველდღიურობის ელემენტებიც შეიძინა, რაც მისი პერსონაჟის ზრდასა და იდენტობის ძიებას ასახავს. უენსდეის ტყავის შავი პრიალა ქურთუკი, შავი სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი ადამსების სტილის ხაზს ინარჩუნებს და თან მაყურებელს საშუალებას აძლევს, საყვარელი გმირის ლუქი საკუთარ ყოველდღიურობაში გადაიტანოს.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, უენდსდეი მეორე სეზონი, ჯენა ორტეგა

გამომძიებელ უენსდეის განსაკუთრებით უხდებოდა შერლოკ ჰოლმსის სტილის პალტო, ხოლო ჯინსები ამ სეზონში ქვედაბოლოებმა ჩაანაცვლა. ინიდის გარდერობი მეორე სეზონში უფრო ფერადი და ქუჩის სტილზე დაფუძნებული გახდა, ტოკიოსა და ნიუ-იორკის ენერგიით შთაგონებული.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენსდეი ადამსი, უენდსდეი მეორე სეზონი, ჯენა ორტეგა

სეზონის მთავარი მომენტი აღმოჩნდა ვენეციური სტილის მასკარადი, რომლისთვისაც 400-ამდე კოსტიუმი შეიქმნა. XVIII საუკუნის ელეგანტურობა, ვიქტორიანული სილუეტები და გოტიკური დეტალები ერთმანეთში იყო შერწყმული.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი

თითქოს დროებით ადამსების ცხოვრებას მოვწყდით და Alexander McQueen-ისა და Maison Margiela-ს გამოფენაზე აღმოვჩნდით. გამორჩეული ლუქები ჰქონდათ უენსდეის, ინიდს, მორტიშას და უენსდეის ახალ მეგობარ აგნესს. არ უნდა გამოგვრჩეს პაგსლის ლუქი, რომელიც XVIII საუკუნის კარის ჯამბაზის გოტიკური ინტერპრეტაცია იყო.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი, უენსდეი კოსტიუმები

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი, Wednesday აგნესი Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი, პაგსლი ადამსი

ამ სეზონში გაცილებით ხშირად ვხვდებით მორტიშა ადამსს, რომლის შავი კაბა, წითელი დეტალებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მისის ადამსის ბანაკის ლუქიც არანაკლედ შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით კი ვუალი და ქოლგა.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი

კოლინ ეტვუდის მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ მისი კოსტიუმები პერსონაჟის ემოციას მიჰყვება და მაყურებელს მათი შინაგანი სამყაროს უკეთ გაცნობაში ეხმარება. თუ პირველი სეზონი უენსდეის სამყაროს საფუძველს გვაცნობდა, მეორე სეზონმა გოტიკურ სტილს მასშტაბურობა შესძინა, მესამე სეზონს კი უკვე მოუთმენლად ველით.

Wednesday, Wednesday season 2, უენსდეი, უენდსდეი მეორე სეზონი, უენსდეი მასკარადი,Wednesday Thing
Thing-ის მასკარადის კოსტიუმი

Photos: Netflix

ზევით