ჯეისონ მომოას გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თუმცა ვენეციის კინოფესტივალზე მისი გამოსვლა აშკარად მოულოდნელი იყო. იმ დროს, როცა საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი დაუსრულებლად იმეორებს ფრაზას „ქალი ქალია და კაცი კაცი“, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მასკულინური ვარსკვლავი გვაჩვენებს, რომ ადამიანი თავისუფალი იბადება. თუ მას სურს ჩაიცვამს კიდევაც ვარდისფერ კოსტიუმს, ვარდისფერ ბირკენსტოკებს და ფრჩხილებსაც შეიღებავს ვარდისფრად. ამით მისი არც სიმამაცე მცირდება და არც კაცობა.
ჯეისონი საკუთარ ვაჟთან ერთად
ფესტივალს რომ დავუბრუნდეთ, მომოა წითელ ხალიჩაზე საკუთარ ვაჟთან ერთად გამოჩნდა. „მომოას სახლი“ უკვე ჰოლივუდურ დინასტიად იქცა: 16 წლის ნაკოა-ვულფი Dune: Part Three-ში განასახიერებს ლეტო II-ს, ხოლო მამა კვლავ უბრუნდება ფანების საყვარელ პერსონაჟს. ასე, ერთსა და იმავე კვირაში, ერთს პრემიერა აქვს, მეორეს კი გადაღების პირველი დღე.
რაც შეეხება მომოას ჩაცმულობას: ვარდისფერი კოსტიუმი, იმავე ფერის სანდლები და ფრჩხილები, ისეთი თავდაჯერებით აცვია, თითქოს კაცის „ნამდვილი“ სამოსი ყოველთვის ეს ყოფილიყო. სმოკინგი და ლაქის ფეხსაცმელი? წარსულის ნაწილად ქცეული. 2025 წელს ბირკენსტოკები უკვე მაღალი მოდის სამყაროში იმკვიდრებენ ადგილს.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
Sombr – 20 წლის ნიუ-იორკელი მუსიკოსი, რომელიც თავისი უნიკალური ჟღერადობითა და გულწრფელი ემოციებით ინდიროკისა და პოპის სცენაზე სახელს იხვეჭს. გაიცანით ვინ არის მუსიკალური სამყაროს ახალი სახე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად ითვლება.