„კომპოზიცია No.II“: პიტ მონდრიანის ინოვაციური აბსტრაქციის არაჩვეულებრივი მაგალითი

ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის საფირმო შავი მართკუთხა მონაკვეთებით განცალკევებული წითელი, ყვითელი, ლურჯი ან შავი ოთხკუთხა ფორმები აბსტრაქტული ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო სურათებს შორისაა. მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფერწერულ ტილოს ახლა აუქციონისთვის ამზადებენ და მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება 50$ მილიონს გადააჭარბებს.

„კომპოზიცია No.II“, რომელზეც მონდრიანის 30-წლიანი სტილისტური ევოლუციის შედეგია გამოსახული, Sotheby's-ის აუქციონზე 14 ნოემბერს გაიყიდება. ნამუშევარი, რომელზეც ლურჯი, წითელი, თეთრი და ყვითელი კვადრატებია გამოსახული, აუქციონის სახლის მიერ წარმოდგენილია, როგორც „მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნამუშევარი“.

„პიეტ მონდრიანის უნიკალური ნამუშევრები იშვიათად გამოდის აუქციონზე, რადგან ბევრი მათგანი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუზეუმების კოლექციებში ინახება“ - განაცხადა Sotheby's-ის იმპრესიონისტული და თანამედროვე ხელოვნების ხელმძღვანელმა ჯულიან დოუსმა.

„ამ ხარისხის ნახატის შეძენის შესაძლებლობა, ნამდვილად, თაობაში მხოლოდ ერთხელ გვეძლევა“

კომპოზიცია No. II განასახიერებს ყველაფერს, რაც შეიძლება მონდრიანისგან მოისურვოთ. სრულყოფილი ნახატი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარების და თანამედროვე ესთეტიკის განსახიერებაა, ხასიათდება კომპოზიციის მშვიდი გრძნობით, ბალანსისა და სივრცითი წესრიგის ნიშნებით.

პიტ მონდრიანი პარიზში 1912 წლის დასაწყისში გადავიდა, მას შემდეგ, რაც ხელოვანზე პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკის ადრეულმა კუბისტურმა ნამუშევრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს. პარიზში მონდრიანმა, რეალბის აბსტრაქტული და ფრაგმენტული წარმოდგენის შესაქმნელად ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, დროდადრო, ის უფრო ხშირად იყენებდა მხოლოდ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს. პიტის ცნობილი კომპოზიციების დასრულებას, ხელოვანის სახლში ამერიკელი მოქანდაკის ალექსანდრე კალდერის სტუმრობა დაემთხვა, რომელმაც მონდრიანის სტუდია შემდეგი სიტყვებით აღწერა: „კედლები შეღებილი იყო თეთრად და დაყოფილი შავი ხაზებითა და ნათელი ფერის მართკუთხედებით“.

„ხელოვნების ისტორიაში მხოლდ რამდენიმე მხატვარი არსებობს, ვინც ისეთი გაბედულობით წარმოადგინა თავისი ნამუშევრები, როგორც ეს პიტ მონდრიანმა მოახერხა, მისი აბსტრაქტული მხატვრობის სტილი მართლაც უნიკალური მიღწევაა ფერწერის ისტორიაში“ - განაცხადა ოლივერ ბარკერმა, Sotheby's-ის თავმჯდომარემ.

მონდრიანის უნიკალური გეომეტრიული სტილი და თანამედროვე მიდგომა წინ უძღოდა აბსტრაქტული ხელოვნების აღზევებას 1940-იან და 1950-იან წლებში.

ზევით