#მოდა #ტექნოლოგიები #კინო

„კანის საერთაშორისო კინოფესტივალის” წითელი ხალიჩის საუკეთესო მომენტები

გაზიარება:

კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ციებ-ცხელება საფრანგეთში ოფიციალურად დაიწყო და რასაკვირველია, საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიება მოვლენათა ეპიცენტრშია.

გარდა უახლესი ფილმების ჩვენებებისა და მოსალოდნელი დაჯილდოებებისა, მსოფლიოს ყურადღება კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩისკენაა მიართული.

მაღალი მოდის სახლების სამოსი, თვალისმომჭრელი ჩაცმულობები, გემოვნებიანად შერჩეული ვარცხნილობა და მაკიაჟი - ეს, ის ყველაფერია, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლდა 

ბელა ჰადიდი

სუპერმოდელმა Lanvin-ის კაბისა და Chopard-ის სამკაულების ტანდემით მოიწონა თავი.

კატრინელ მარლონი

ზღაპრულ ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა კატრინელმა თავი Chopard-ის საღამოზე მოიწონა.

ლეონი ჰანი

ლეონიმ წითელ ხალიჩას დრამა შემატა და Nicole + Felicia-ს გრაციოზული კაბით წარსდგა.

ტილდა სუინტონი

მსახიობმა წითელ ხალიჩაზე Chanel-ის მონოქრომული აბრეშუმის სამოსით გაიბრწყინა.

შარლოტა კაზიგარი

მონაკოს პრინცესა და გრეის კელის შვილიშვილი ფესტივალის ფარგლებში გამართულ Chanel-ის ღონისძიებას, მოდის სახლის უმხრო კაბით შეუერთდა.

მარიონ კოტიარდი

ფრანგული კინოს მშვენება Chanel-ის პრინტიანი კაბით გამოჩნდა.

ქენდის სვეინპული

სამხრეთ აფრიკელი სუპერმოდელი კანის კინოფესტივალზე Etro-ს უმშვენიერესი კაბით ვიხილეთ.

ლორენა რეი

გერმანელი მოდელი წითელ ხალიჩაზე Elie Saab-ის კაბით.

იზაბელ ჰუპერტი

ფრანგი მსახიობი კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე Balenciaga-ს total in black ლუქით გამოჩნდა.

დაიან კრუგერი

დაიანმა წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს კაბით გაიბრწყინა.

შარლოტა გეინსბურგი და ჯეინ ბირკინი

ლეგენდარული დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე Yves Saint Laurent-ის სმოკინგით გამოჩნდა.

ბელა ჰადიდი

ამერიკელი სუპერმოდელის კიდევ ერთი გრაციოზული ჩაცმულობა Jean Paul Gaultier-ის თეთრ კაბაში.

ჯესიკა ჩესტეინი

ჟღალთმიანი მსახიობი წითელ ხალიჩაზე Christian Dior-ის შავი კაბით ვიხილეთ.

ენდი მაკდაუელი

ენდის საოცრად ბუნებრივი გამოჩენა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მსახიობმა ვერცხლისფერი კაბა მოირგო.

ზევით