#კინო

ისტორიული სატირა The Great მე-2 სეზონით გრძელდება - ყველაფერი, რაც ვიცით

გაზიარება:

უკვე ოფიციალურად: რუსეთის სამეფო კარის შესახებ გადაღებული სერიალი The Great, მთავარ როლებში ელ ფენინგისა და ნიკოლას ჰოლტის მონაწილეობით, მაყურებელს მე-2 სეზონით დაუბრუნდება. დიდებული იმპერატორის, ეკატერინე II-ისა და მეფე პეტრე III-ის გარშემო განვითარებული დრამა ბრუნდება, ერთად გავიგოთ ყველაფერი, რაც სერიალის მე-2 სეზონის შესახებ ვიცით.

ეკატერინე II ორსულადაა

ელ ფენინგმა გადასაღებ მოედანზე წამოზრდილი მუცლით გადაღებული ფოტოსურათი, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაგვიზიარა და გვაუწყა, რომ ახალ სეზონში დედოფალი პირველი შვილის მოლოდინში იქნებოდა. საკაბელო არხმა HULU-მ განაცხადა, რომ ეკატერინე ერთდროულად რუსეთის დედა და შვილი ხდება, ელმა კი გაგვანდო, რომ გადამღები ჯგუფი ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს.

ტონი მაკნამარა ისევ სათავეშია

ისტორიული სატირა ვერასოდეს იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც დღესაა, რომ არა განუმეორებელი ტონი მაკნამარა, ოსკარზე ნომინირებული კომიკოსი, რომელიც The Favourite-ის მიღმა აღმოვაჩინეთ, The Great-ში სცენარისტისა მოვალეობას კიდევ ერთხელ შეითავსებს.

გამოსვლის თარიღი

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაღებები გარკვეული შეფერხებით მიმდინარეობს, ვერც გადამღები ჯგუფი და ვერც HULU ვერ გვთავაზობს მიახლოებულ თარიღს, თუ როდის შეიძლება ვიხილოთ ერთ-ერთი საყვარელი სერიალი კვლავ ჩვენს ეკრანებზე.

მოსალოდნელი სეზონები

მიუხედავად იმისა, რომ მე-2 სეზონის გამოვლის თარიღი ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, The Great-ის აღმასრულებელი პროდიუსერი მარიან მაკგოვანი იმედოვნებს, რომ რუსეთის ყველაზე ბრწყინვალე მმართველი ქალის ცხოვრებისეული ისტორიის გადაღებას 6 სეზონის განმავლობაში შეძლებს, ასე რომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან The Great-თან ერთად ჯერ კიდევ დიდი მოგზაურობა გველის წინ.

ზევით