ნათია თოდუა JAZZTAGE DRESDEN 2026-ის სახე გახდა
ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარ ვიზუალურ სახედ აირჩიეს. 11 ოქტომბერს ქართველი მომღერალი პროგრამას „From Georgia with Soul“ წარადგენს.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა 7 აგვისტოს, გაერთიანებული საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებლით - 8 მედლით დაასრულა. ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია ქართველ ათლეტთა მონაგარი, რომელსაც კვირების განმავლობაში თითოეულ მათგანთან ერთად მოვიპოვებდით ბედნიერებით, გამარჯვების შეძახილებით, ზოგჯერ კი სინანულის ცრემლით.
ტოკიო 2020-ზე ოლიმპიური ჩემპიონების ტიტული ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ბექაურისთვის ეს პირველი ტრიუმფი გახლდათ, საჩხერელმა გოლიათმა კი ქვეყანას, რიგით მე-2 ოქროს მედალი მოუტანა.
ვერცხლის მედლებით ბრუნდებიან სამშობლოში ძიუდოისტები: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ ნაკრებს ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ მოუტანა.