#კულტურა #მოგზაურობა

14 მილიონიანი ინსტალაცია: ტრიუმფალური თაღი ქსოვილით შეფუთეს

გაზიარება:

ტრიუმფალურ თაღს არა ერთხელ უნახავს აღლუმები, საპროტესტო აქციები და გამვლელი ტურისტები, თუმცა ომის მონუმენტი პარიზში არასოდეს შეფუთულა ვერცხლისფერი და ლურჯი გადამუშავებადი პოლიპროპილენის ქსოვილით. ტრიუმფალური თაღი ხელოვნების ინსტალაციამ მოიცვა, რომელიც ხელოვანებმა ქრისტომ და ჟან-კლოდმა შეიმუშავეს, "L'Arc de Triomphe, Wrapped" იდეა და ინსტალაციის კონცეფცია სათავეს 1961 წელს იღებს, როდესაც ხელოვანები საფრანგეთში ცხოვრობდნენ.

სტუმრებს ინსტალაციის ნახვის და შეხების საშუალება 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ექნებათ

ჟან-კლოდი 2009 წელს გარდაიცვალა, ქრისტო კი 2020 წლის მაისში, სწორედ ამ ორი ფრანგი ხელოვანის პატივსაცემად და აგრეთვე მათი იდეის სისრულეში მოსაყვანად, ქრისტოს ძმისშვილმა ვლადიმერ იავაჩევმა პროექტს სული შთაბერა და ტრიუმფალური თაღი 14 მილიონ ევროიანი ინსტალაციით შეამკო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მთელი პროექტი თავად ხელოვანების მიერ იყო დაფინანსებული, ქრისტო და ჟან-კლოდი წლების განმავლობაში ყიდდნენ კვლევებს, ნახატებს, ესკიზებს და მთელ თანხას იმ ერთი იდეის განსახორციელებლად აგროვებდნენ, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ზევით