#მხატვრობა

14 მაისს მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება საქართველოში

გაზიარება:

კვირას, 14 მაისს, გალერეა „ნობლესის“ ორგანიზებითა და მასპინძლობით, საქართველოში მერაბ გაგილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში შექმნილი 20-მდე ნამუშევარი.

აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მერაბ გაგილაძის შემოქმედება უყვართ და აფასებენ. მხატვრის პირველ სოლო გამოფენასთან ერთად, გალერეა „ნობლესი“ გამოსცემს უმაღლესი ხარისხის წიგნს მერაბ გაგილაძის შესახებ. სამენოვანი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული) წიგნის პრეზენტაციაც გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

მხატვარი, რომლის ტილოები და ფერწერული პერსონაჟები დამოუკიდებელ ამბავს ჰყვებიან, თბილისში 1972 წელს დაიბადა. ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დროისა და სივრცის აღქმა არც ისე კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ სცოდნოდა ზუსტად რომელი წელი იყო. ხატავდა მაშინაც კი, როდესაც 80-იანი წლების საქართველოში მხატვრის ამპლუაში ყოფნა ჯერ კიდევ საქილიკო ამბად ითვლებოდა. 

ცელქობის გამო მე-8 კლასელი მოსწავლე სკოლიდან რომ გარიცხეს, სწორედ მაშინ მიაგნო საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილებისა და ცოდნის გაღრმავების საშუალებებს და ამ გზიდან მას შემდეგ არასდროს გადაუხვევია. მერაბის ნამუშევრები, მისი ზღაპრიდან გადმოსული პერსონაჟები იმ სამყაროსა და პრობლემების რეფლექსიას განასახეირებენ, რომელშიც მხატვარი ცხოვრობს, მერაბ გაგილაძის ფერწერული ტილოები ჩვენს რეალობაში არსებული სიყვარულის ნაკლებობით საზრდოობენ და თავად გვევლინებიან ამ დანაკლისის ანაზღაურების საშუალებად.

გამოფენა გალერეა „ნობლესში“ 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ზევით