#კინო

10 რჩეული ლიმიტირებული სერიალი უქმეების საინტერესოდ გასატარებლად

გაზიარება:

დღეს პარასკევია და წინ დიდხანს ნანატრი უქმეები გველის, მართალია, ბუნება ჯერ კიდევ მშვენიერ შანსს გვაძლევს ბუნებაში გავისეირნოთ და შემოდგომის ათასფერი ელფერით დავტკბეთ, თუმცა თუ ამ შაბათ-კვირის გატარებას სახლში ლეპტოპისა თუ პლანშეტის წინ გეგმავთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი ამოსუნთქვით სანახავი ლიმიტირებული სერიალები, რომლებიც ნამდვილად გაგიფერადებენ უქმეებს.

მოემზადეთ, თქვენ წინაშეა 10 რჩეული ლიმიტირებული სერიალი:

1. When They See Us (2019)

სულისშემძვრელი ისტორია და რეალური ფაქტების მიხედვით გადაღებული სერიალი ჩვენი უპირობო ლიდერია, შეუძლებელია ამ ლიმიტირებულმა სერიალმა ცხოვრებისეულ ფასეულობებზე კიდევ ერთხელ არ დაგაფიქროთ და თქვენს ემოციებზე არ ითამაშოს.

2. Unbelievable (2019)

კიდევ ერთი სერიალი, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. რა ხდება მაშინ, როდესაც გაუპატიურების მსხვერპლის არ სჯერათ და ბრალს ისტორიის გამოგონებასა თუ ყველაფრის წარმოდგენაში გდებენ? - Unbelievable ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ილაპარაკო სიმართლე მაშინაც კი, როდესაც შენი არავის სჯერა.

3. Sharp Objects (2018)

არაჩვეულებრივი სამსახიობო შემადგენლობა და გილიან ფლინის ნოველის კიდევ ერთი მშვენიერი კინოადაპტაცია, რომელიც მწერლის Gone Girl-ს არაფრით ჩამოუვარდება.

4. The Queen's Gambit (2020)

თუ 2020 წლის რჩეული სერიალის ხილვა ძალიან დიდი დროით გადადეთ, იქნებ სწორედ ახლაა დრო ვუნდერკინდი მოჭადრაკის ისტორიას ჩაუსხდეთ და ბეთ ჰარმონის ვარსკვლავად დაბადების მომსწრენი გახდეთ?

5. Chernobyl (2019)

5-სერიანი ისტორიული დრამა 1986 წელს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მასშტაბური კატასტროფისა და ასიათასობით დაღუპული ადამიანის ისტორიას გვიამბობს. რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ვინ არიან ის უსახელო გმირები, რომლებიც უნდა გვახსოვდნენ.

6. Unorthodox (2020)

ესტე 19 წლის ებრაელი გოგონაა, რომელიც უილიამსბურგის რაიონში, ულტრა ორთოდოქსულ საზოგადოებაში ცხოვრობს. ერთ დღესაც ესტე გადაწყვეტს უარი თქვას საკუთარ ბედზე, რომლებიც სხვების მიერაა დაწერილი და საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და სურვილებისა და მისწრაფებების აღმოსაჩენად ბერლინში მიემგზავრება.

7. True Detective (2014)

დეტექტიური ჟანრის მოყვარულთათვის, ნამდვილი განძი გვაქვს მომზადებული, მართალია True Detective რამდენიმე სეზონისგან შედგება, თუმცა თითოეული მათგანი დამოუკიდებელ ისტორიას გვიამბობს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სერიალის პირველი სეზონი მეთიუ მაკონაჰისა და ვუდი ჰარელსონის მონაწილეობით თამამად გირჩიოთ.

8. Mrs. America (2020)

კიდევ ერთი ისტორიული დრამა და ბრწყინვალე სამსახიობო შემადგენლობა, შეუდარებელი ქეით ბლანშეტი, რომელიც ფილის შლეფლაის ისტორიას გვიამბობს და 1970-იანი წლების ამერიკა, როდესაც ქალები თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას ხმამაღლა იწყებენ.

9. Maniac (2018)

თანამედროვე სამყაროს ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ყველაფერი 80-იანი წლების სულისკვეთებითაა განმსჭვალული, Maniac-ი Netflix-ზე 2018 წელს გამოჩნდა და პოპულარობა მაშინვე მოიპოვა.

10. The Keepers (2017)

ბოლოს კი დოკუმენტურ სერიალს წარმოგიდგენთ კათოლიკური ეკლესიის მასწავლებლის ქეთი კასნიკის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების შესახებ, რომელიც 1960-იანი წლებიდან დიდ კითხვის ნიშნად ითვლება.

ზევით