„ტოტი“, რომელიც თქვენი სურვილით იქმნება

სახელწოდებით დაწყებული, მთავარი იდეით გაგრძელებული, „ტოტი“ წარმატებული Startup ბიზნესის ნათელი მაგალითია. მომხმარებლის ხელით შექმნილი თაიგულის იდეა ქეთო ვახტანგიშვილს გაუჩნდა, რომელიც TheDiary-ის მიმდინარე კვირის GOGO! გახდა. 

რა, სად, როდის?

ქეთო ვახტანგიშვილი: ტოტის ამბავი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც თაიგულის აწყობას მე თვითონ ვცდილობდით, ჩემი ხასიათითა და გემოვნებით. მაშინვე მივხვდით თაიგულის შექმნის ეს დიდი სიამოვნება სხვა ადამიანებისთვისაც შემეძლო გამეზიარებინა. ამის შემდეგ დაიბადა იდეა სახელად ტოტი, რაც ნიშნავს-შექმენი თაიგულის კომპოზიცია შენით,შენი გემოვნებითა და ხასიათით.

ყვავილებამდე მოვედი…

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა ჩემი სამუშაო ყოველთვის მარკეტინგს უკავშირდებოდა. 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ფოტოგრაფიას ჩემს ცხოვრებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ხშირად მას ჩემს პროფესიაშიც ვიყენებდი. დღეს უკვე თავად ვქმნი კონტენტს სოციალურ ქსელში. ვცდილობ ჩემს ფოტოებში მუდმივად იყოს ესთეტიურობა, სინაზე და სილამაზე.

„ტოტი“იმიტომ რომ…

ტოტი საქართველოში პირველი ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავად იყოს ფლორისტი. ჩვენს საიტზე განთავსებული ყვავილების ტოტების მეშვეობით მომხმარებელი თავად აწყობს სასურველ კომპოზიციას, სასურველი გემოვნებითა და ბიუჯეტის მიხედვით

გამოვირჩევით…

უცხო ყვავილების ტოტებით.

მთავარი მესიჯი GOGO!-სთვის

შექმენი შენით!

ზევით