squad. - სიყვარულით, დანელიების ოჯახისგან

gogo teo danelia cover

ყველაფერი სიყვარულით დაიწყო. ორმა ნახევარმა ერთმანეთს მიაგნო და დანელიების ოჯახიც იმ ფორმით შედგა, როგორითაც ინფლუენსერ ცოლ-ქმარს დღეს სოციალურ უკვე კარგად მედიაში იცნობენ. ცოლ-ქმარმა საერთო საქმე მალევე დაიწყო, რომელიც წარმატებული გამოდგა. ცოტა ხნის წინ კი თეონა ჩაჩუამ და გიორგი დანელიამ ახალი, გამორჩეული და რაც მთავარია, კომფორტული ბრენდი სახელწოდებით squad. შექმნეს. ფერადმა oversized (დიდი ზომის) ჰუდებმა მომხმარებლის მოწონება გაჩენის წამიდანვე დაიმსახურა.

ჩვენი მხრიდან ბრენდინგს და ხარისხს 10-დან 10 ქულას მივანიჭებთ!

რა სად როდის?

squad. Easy-to-wear ბრენდია, რომელიც თანამედროვე კომფორტის იდეას ეფუძნება. გვინდა, რომ ადამიანებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ, რათა მათ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღება შეძლონ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ერთდროულად მოსახერხებელ და თანამედროვე დიზაინებზე და ვქმნით მაღალი ხარისხის, უნიკალური ფორმისა და ფერების „ოვერსაიზდ“ უნისექს ტანსაცმელს.

teona danelia squad

 

ბრენდის შექმნის იდეა ჩემი და გიოს პირადი საჭიროებებიდან წამოვიდა. გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ჩვენი ყოველი დილა დაკავშირებული იყო ფიქრის ხანგრძლივ პროცესთან, რა ჩაგვეცვა ისეთი, რითაც მთელი დღის დაგეგმილ აქტივობებს მოვერგებოდით. squad. ამ ყოველდღიურ პრობლემებს გვიმსუბუქებს - „ოვერსაიზ“ ფერადი ჰუდების დახმარებით, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია გამოვიყურებოდე შესაფერისად, დიდი ძალისხმევის გარეშე და თავს ვგრძნობდე კომფორტულად. კომფორტი კი, თავის მხრივ, ჩემთვის სიმშვიდისა და პროდუქტიულობის გარანტია.

ბრენდის მთავარი წესი...

სწორედ კომფორტია ბრენდის მთავარი ღირებულება - კომფორტი საკუთარ თავთან და ურთიერთობებში. ურთიერთობებს, სამუშაო გუნდში თუ მომხმარებელთან, დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდი. ჩვენი სურვილია, განვავითაროთ ნამდვილი ურთიერთობები, რომლებსაც მოაქვს ხალისი და ბედნიერება.

ჩვენს სურვილებსა და ფასეულობებს მთლიანად იტევს ჩვენი სახელი. squad. არის კავშირი. ერთიანობა.

რატომ squad?

იმიტომ, რომ squad. არის თანამედროვე, კომფორტული, ხარისხიანი. უნისექსი და ოვერსაიზი - შექმნილი ნებისმიერი სიტუაციისა და ადამიანისთვის, მარტივად მოსახმარი და ფერადი - მრავალფეროვანი ყოველდღიურობისთვის.

გამოვირჩევით...

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ გამოვირჩევით პროდუქტით. squad.-ს აქვს უნიკალური ფორმა და განსხვავებული ფერები. ამასთან ვუწევთ პოპულარიზაციას Oversized მოდას, რომელიც არც თუ ისე გავრცელებულია ჩვენ გარშემო.

teona chachua

 

თეონა ინფლუენსერობამდე და თეონა დღეს...

დღეს მე ნამდვილად ვგრძნობ კომფორტს საკუთარ თავთან. ვარ ბევრად უფრო თავდაჯერებული, ვიდრე აქამდე ვიყავი და ფოკუსირებული იმ საქმეზე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი აქტივობა სოციალურ ქსელებში არის ჩემი თვითრეალიზაციის ფორმა - მიყვარს კონტენტის შექმნა და მიხარია, რომ ეს კონტენტი სხვებისთვისაც საინტერესო და სასარგებლოა. ინფლუენსერობამ შემძინა მეტი თავისუფლება, ხალისი, მეტი შესაძლებლობა, გავუზიარო ადამიანებს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილებები, პატარა წვლილი შევიტანო სწორი აზრებისა და დამოკიდებულებების ფორმირებაში, გავაჟღერო მნიშვნელოვანი მესიჯები. რაც ყველაზე მთავარია, ამ საქმემ შემძინა ძალიან კარგი ადამიანები - ჩემი გუნდი და ჩემი გამომწერები.

daneliebi squad

 

დანელიების ოჯახი...

შემიძლია ვთქვა, რომ დანელიების ოჯახი ვიზიარებთ squad.-ის ღირებულებებს: ვართ ერთად და ვაფასებთ ერთმანეთის განსხვავებულობას. განვსხვავდებით როგორც პროფესიულად, ისე სოციალური მედიის აქტივობებითაც, თუმცა მთავარი ნიუანსი გვაერთიანებს - მთელი გულით გვიყვარს ჩვენი საქმე და გვჯერა ყველა ჩვენი ახალი წამოწყების. სტარტაპის დაწყების გზა ერთხელ, 5 წლის წინ უკვე გავიარეთ, შევქმენით 2 კომპანია - კოპტერი და კოპტერტექი, რომლებიც დრონების მიმართულებით მუშაობს. ახლა ხელმეორედ ვდგავართ იმავე გზაზე, სულ სხვა სფეროში. ესეც საერთო გვაქვს: ცნობისმოყვარეობა და ყოველთვის ახალი გამოცდილების ძიების სურვილი.

მთავარი მესიჯი შენი GOGO!-სთვის...

ჩემს უსაყვარლეს გოგოს (კირას) და ყველა გოგოს, ვისაც ამის მოსმენა სჭირდება

არავის მისცე უფლება შეგაწყვეტინოს იმის კეთება, რაც გიყვარს. სხვებთან ერთად შენ უნდა გაუძღვე ახალ თაობას- იყავი მათთვის მაგალითი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, თუ მოინდომებ და ბევრს იმუშავებ, ყველაფერი შესაძლებელია. ამ გზაზე კი არ დაგავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი - მოეპყარი ადამიანებს სიკეთით, მაშინაც კი, როცა თვლი, რომ ისინი ამას არ იმსახურებენ.

სიყვარულით, დედა.

ზევით