#GOGO!

ხელოვნება ჭურჭელზე - Nari Ceramic Studio-ს ზღაპრული ქმნილებები

გაზიარება:

დიდი ხანია “მადონას სერვიზი” ჩვენი თაროებიდან გაქრა და ოჯახური “საჩვენებელი” კარადების ვიტრინებიც თანამედროვე, დახვეწილმა, მინიმალისტურმა ჭურჭელმა შეავსო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კერამიკული ნაწარმი მოსაწყენი, ან ერთფეროვანი უნდა იყოს. Nari კერამიკის სტუდია მომხმარებელს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ობიექტებზე გადმოტანილ ხელოვნებას სთავაზობს.

ნარი, nari cetamic studio, კერამიკული ნაწარმი, მარიამ გიორგობიანი

Nari-ის პროდუქციის ნაწილი ქართველი მხატვრის, მარიამ გიორგობიანის ხელითაა მოხატული. კერამიკული ნაწარმი ხელოვანის გამოფენაზეც გახლდათ წარმოდგენილი.

მარიამი: მე და თამარი (ნარის ერთ-ერთი დამფუძნებელი) უახლოესი ნათესავები ვართ. სტუდიის გახსნის დღეს ქალაქში არ ვიყავი და დაბრუნების შემდეგ, სასწრაფოდ გავიქეცი მის სანახავად. ჩემი მისვლა მათ ბავშვებთან გაკვეთილს დაემთხვა და ამიტომ, დროის გასაყვანად თამარმა მისი შექმნილი თიხის თეფში მომცა, თუ გინდა მოხატეო. დავიწყე ხატვა. შედეგი ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ კიდევ მივსულიყავი თეფშის დასასრულებლად. მეორედ მისვლას მესამე და მეოთხე მოყვა, საბოლოოდ კი ორივეს გაგვიჩნდა კოლაბორაციის სურვილი. მას მერე, ეს საქმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. მიხარია ყოველი დღე კერამიკის სტუდიაში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @nari_ceramicstudio

 

რა დაგვხვდება თქვენს კერამიკულ სტუდიაში?

მარიამი: კერამიკის სტუდია ნარი არის ადგილი, სადაც განსხვავებული, საინტერესო და გამორჩეული ნივთები იქმნება. აქ ყველას უყვარს მოსვლა, რადგან “ნარელები” განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან, სადაც საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარებ დროს, ეზიარები კერამიკის ხელოვნებას და შეძლებ შექმნა ნივთები საკუთარი ხელით.

მარიამ გიორგობიანი, მხატვარი, კერამიკული ნაწარმი, ნარი, ნარი სტუდიო

როგორ არჩევთ თემატიკას ნამუშევრებისთვის?

მარიამი: თემატიკისთვის ვიყენებთ ჩემს მიერ შექმნილ ნახატებს, რომელიც პატარ-პატარა ისტორიების მიხედვით, ხელით იხატება ჭურჭელზე. სერია დღესაც გრძელდება. ინსპირაცია მოდის ბავშვობის მოგონებებიდან და ასევე, უკვე ჩემს თვალწინ არსებული ამბებიდან, რომელთა თანაზიარიც ვარ ხშირად. ძირითადად კომპოზიციებში გამოყენებული მაქვს ძველი თბილისის ქუჩები, იტალიური ეზოები. ასევე ხშირად დომინირებს პერსონაჟები, როგორც ჩემი საყვარელი წიგნებიდან, ასევე ფილმებიდან. მხიბლავს გვიანი ვიქტორიანული პერიოდის კოსტიუმები.

მარიამ გიორგობიანი, მხატვარი, კერამიკული ნამუშევრები, ნარი, nari ceramics

როგორც ვიცი, დღესასწაულებისთვის და ღირსშესანიშნავი დღეებისთვის განსხვავებულ პროდუქციას ქმნით…

მარიამი: ღირსშესანიშნავი დღეების მიხედვითაც ვქმნით მინი კოლექციებს, როგორც მაგალითად ვალენტინობის და დედის დღისთვის, მაგრამ მუდმივად განვითარებადი სერიებია "პატარა ქალაქის ბინადრები" და „თბილისური ეზოები".ჩვენი კოლაბორაციის პერიოდში შექმნილი ბევრი ნამუშევარი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ კერძო კოლექციებშია დაცული.

nari, ნარი, მარიამ გიორგობიანი, მხატვარი

“ნარის” პროდუქციის შეძენის გარდა, ვიცით, რომ თქვენთან მასტერკლასებიც ტარდება…

მარიამი: „ნარი“ გამოირჩევა საინტერესო ვორკშოფებით, მასტერკლასებით და გაკვეთილებით. სტუდია სთავაზობს მრავალრიცხოვანი სერვისებს სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებს.

ზევით