#საზოგადოება

MARKETING HUB- იფიქრე და იმოქმედე ჩარჩოებს მიღმა

გაზიარება:

ზუსტად ამ დღეს, 4 წლის წინ მარკეტინგული სააგენტო MarketingHub-ი დაფუძნდა, რომელმაც საკუთარი საქმის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები გააერთიანა. საკმაოდ რთულია კონკურენციით გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება, პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირველივე წელს გადალახვა, თუმცა სააგენტო, რომლის დევიზიც არის „იფიქრე ჩარჩოებს მიღმა“ თავდაჯერებულად აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

საამაყო MarketingHub-ის შემქმნელებს ბევრი აქვთ, მათი სააგენტო დღეს საკმაოდ მსხვილი და წარმატებული პროექტებისა თუ ბიზნესების პარტნიორია და ამ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში  დინამიკურად და წარმატებით იზრდება. 

MarketingHub-ის განვლილი გზის და დიდი სამომავლო გეგმების შესახებ, მისი დამფუძნებლები მაკო ზაქარეიშვილი და ნანკა კიკალია მოგვიყვებიან:

როდის მიიღეთ MARKETING HUB-ის დაფუძნების გადაწყვეტილება?

ნანკა: MarketingHub-ის შექმნის გადაწყვეტილება დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ, საკმაო ცოდნა, გამოცდილება, კონტაქტები და რაც მთავარია რეპუტაცია გვქონდა საამისოდ. დადგა მომენტი, როდესაც მივხვდით, რომ საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე უნდა დაგვეწყო ზრუნვა.

როგორ მოახერხეთ ამ მოკლე დროში MARKETING HUB-ის განვითარება?

მაკო: როგორც ნანკამ აღნიშნა, საკმაოდ კარგი კონტაქტები გვქონდა ამ პერიოდისთვის, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ იყო მერსედეს-ბენც  მოდის კვირეული. მერსედესის მოდის კვირეულთან შემდეგ არაერთი წელი ვითანამშრომლეთ, ჩვენი თანამშრომლობა სოფო ჭყონიასთან შემდგომ „კულტურის დღეების“ ფარგლებში გაგრძელდა. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის და ვფიქრობ, ორივე მხარისთვის საინტერესო და შედეგიანი ურთიერთობა.

ვიცით მარკეტინგული ინსტრუმენტები, გვესმის მენეჯმენტი, ვიცით როგორ უნდა წარვმართოთ პროცესები სწორად და ვფლობთ ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, - მაკო

მაკო ზაქარეიშვილი
მაკო ზაქარეიშვილი, Marketing Hub-ის თანადამფუძნებელი

იყო თუ არა გამოწვევები?

ნანკა: საკუთარი კომპანიის დაფუძნება, მისი მართვა და თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის აღება, მარტივი პროცესი არ არის.  მაკომ და მეც კარიერის ყველა საფეხური გავიარეთ, ნულიდან ტოპ მენეჯმენტმა, შესაბამისად ვაფასებთ თითოეული ადამიანის შრომას, ნებისმიერი კომპანიის ძალა ხომ თანამშრომელია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი. დიდი გამოწვევაა პარტნიორებთან ურთიერთობა, ეს საკმაოდ შრომატევადია, შესაძლოა საქმიანი გზები გაიყაროს, პროექტი დასრულდეს, ხოლო ურთიერთობები, ადამიანობა და ღირსება არის ის რაც რჩება.

მაკო: ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთგვარ გამოცდად როგორც ჩვენთვის, ასევე ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი და დღის წესრიგი. თუმცა, იყო პროექტი - Mercedes-Benz მოდის კვირეული, რომელზეც პანდემიის პერიოდშიც აქტიურად ვიმუშავეთ. პანდემიის პერიოდის პროდუქტია ასევე ონლაინ მედია პლატფორმა thediary.ge, რომელიც “მარკეტინგ ჰაბის” შვილობილი კომპანიაა. სწორედ TheDiary-ს მეშვეობით მოვახერხეთ სხვადასხვა პროექტში აქტიურად ჩართვა ყველაზე პასიურ პერიოდშიც კი, გადავიღეთ არაერთი ვლოგი, სარეკლამო ვიდეო და რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ოფიციალური პრეზენტაციაც კი ჩავატარეთ როგორც „მარკეტინგ ჰაბის“, ასევე TheDiary-ს.

დრო დადგა საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე დაგვეწყო ზრუნვა, - ნანკა

ნანკა კიკალია
ნანკა კიკალია, Marketing Hub-ის თანადამფუძნებელი

კითხვა, რომელიც მგონი ყველა მედია საშუალებამ დაგისვათ და მაინც, როგორ ახერხებთ განსხვავებულ სფეროებთან ერთნაირი წარმატებით თანამშრომლობას?

მაკო: მესმის რომ კითხვას ბადებს თუ როგორ შეიძლება ერთნაირად წარმატებით დაგეგმო მარკეტინგი როგორც მოდაში, ასევე სპორტში და ასევე რითეილში, მაგრამ პასუხი მარტივია - ვიცით მარკეტინგული ინსტრუმენტები, გვესმის მენეჯმენტი, ვიცით როგორ უნდა წარვმართოთ პროცესები სწორად და ვფლობთ ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, სულ ეს არის!   

რა სთავაზობს MARKETING HUB-ი?

ნანკა: MarketingHub-ი მარკეტინგული სერვისების კომპანიაა, თუმცა ის, რაც ამოგვარჩევს სხვა მარკეტინგული კომპანიებისგან - პროექტების მიმართ არაორდინალური და კრეატიული მიდგომებია და ჰო, მაქსიმალისტები ვართ, სანამ პროექტი თავის მაქსიმუმს არ ამოწურავს, თავს არ ვანებებთ!

მაკო:  როგორც ნანკამ აღნიშნა კრეატივი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე და საქმის მიმართ თავდადება. ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით როგორც ვიდეო ბლოგის გადაღებას, ასევე მასშტაბურის ღონისძიების ორგანიზებას. ჩვენთვის არ არსებობს პატარა ან დიდი კომპანია, მსხვილი ან წვრილი პროექტი, სწორედ ამიტომ გვენდობიან და მოგვყვებიან კომპანიები წლებია.

როგორი მიზნები აქვს სააგენტოს?

ნანკა: გლობალური გეგმაა რომ 10 წელიწადში, 2033 წლისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული სააგენტო  ვიყოთ.

მაკო: და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ აქ და ახლა. ვაფართოებთ გუნდს, ვეძებთ ახალ და საინტერესო ადამიანებს თავისუფალი აზროვნებით, მარკეტინგ ჰაბის კარი ღიაა კრეატიული ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს ჩარჩოებს მიღმა.

ფოტო: Studio 54

ზევით