#GOGO!

MOVEMENT: ახალი კონცეპტუალური მაღაზია თბილისში მოდის მოყვარულთათვის

გაზიარება:

დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის შუაგულში, ირაკლი აბაშიძის #61-ში, ახალმა კონცეპტუალურმა მაღაზიამ - Movement დაიდო ბინა. მაღაზიის დამფუძნებელი მარიამ აბულაძეა, რომლისთვისაც მოდა ცხოვრების უდიდეს ნაწილად უკვე წლებია იქცა.

მოდური ჟურნალების პრიალა ფურცლებიდან დაწყებული ოცნების გზამ, მარიამი იტალიის პრესტიჟულ უნივერსიტეტ „მარანგონიში“ მიიყვანა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მან სწავლა „დომუსში“, მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო და მოდის მენეჯმენტსაც დაეუფლა. სწავლის დასრულების შემდეგ, მარიამმა მილანში დარჩენა და კარიერის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა პარალელურად სამშობლოში მოდის ბიზნესის უნარების გამოცდას შეუდგა და Movement-ის სახით უნიკალური სივრცე შექმნა, რომელიც კონცეპტუალური მაღაზიების კონცეფციას სრულად პასუხობს.

ფიზიკური მაღაზიისთვის ლოკაციის შერჩევის პროცესზე დიდხანს არ უფიქრია. უპირატესობა ყოველთვის ხალხმრავალ ქუჩას მიანიჭა: "აბაშიძის ლოკაცია მაღაზიისთვის ავირჩიეთ რადგან, სასიამოვნო საფეხმავლო ქუჩაა, რომელიც ნელ ნელა უფრო და უფრო დატვირთული ხდება სხვადასხვა ბრენდული მაღაზიით". 

კონცეპტუალურ მაღაზიაში Movement-ის ენერგიულმა გუნდმა, შოპინგის ახალ კულტურას მოუყარა თავი და ცნობილი ბრენდების ახალთახალი კოლექციები - ტანსაცმელი და აქსესუარები წარადგინა. Movement-ში შეგიძლიათ შეიძინოთ Moschino, Balenciaga, Armani, Blumarine, Charles Philip Milano, Malo chashmere და მრავალი სხვა სახელგანთქმული და ტრენდული ბრენდი რეალური ღირებულებით. კონცეპტუალური მაღაზიის იდეა სწორედ ამ მიდგომაში იმალება - მას სურს ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ მათთვის სასურველი სამოსი და აქსესუარები ზედმეტი ნამატის გარეშე.

"Movement-ის მაღაზია ჩემი პროექტია, ჩვენთან წარმიდგენილია ძირითადად იტალიური ბრენდები, ქალის და კაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები. აგრეთვე, გვაქვს სიახლე, გვემატება სახელგანთქმული Acqua di parma-ს სუნამოები. მათი საკულტო Blue Mediteraneo-ს სრული კოლექცია გვექნება, იქნება ოუდები და მათი კლასიკური სუნამო Colonia-ს ვარიაციებიც. ამის აღსანიშნად, "გასტრონომთან" თანამშრომლობით, ყოველ სუნამოს შენაძენზე მონხმარებელს ვაჩუქებთ ლიმონჩელოს (ლიმნის ლიქიორის) ბოთლს, იმისათვის, რომ ეს იტალიური გამოცდილება შევკრათ" - ამბობს მარიამი ჩვენთან საუბრისას.

მოდის ნამდვილ მოყვარულთათვის მარიამი კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს. Loby boy საკიდზე შეიქმნება ბრენდული ვინტაჟის კუთხე, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ, საკოლექციო ნივთებს შესთავაზებს.

ზევით