„ყველაზე მთავარი დაუღალავი შრომაა“ - ლუკა თოდუა წარმატების რეცეპტზე

ლუკა თოდუა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულინარიული გადაცემის „მასტერშეფის“ ის მონაწილეა, რომელიც 9 სეზონის მანძილზე, ჟიურის წევრების შემდეგ ყველაზე ხშირად ვიხილეთ ეკრანებზე. ლუკა, დამწყები კულინარებისთვის ტრამპლინად ქცეულ გადაცემას 3-ჯერ მიუბრუნდა, ყოველ ჯერზე უფრო გაზრდილი, თავდაჯერებული და საკუთარ საქმეში დახელოვნებული. ლუკა თოდუა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყოველი მარცხისგან გაკვეთილის სწავლა შეიძლება და ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომა უფრო გაძლიერებს, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს არა?

ლუკას ცხოვრებაში კულინარია ადრეული ასაკიდან ჩნდება, 14 წლის იყო პირველი ნაბიჯები რომ გადადგა ამ სფეროში და მაშინვე გააცნობიერა, ეს იყო საქმე, რომელსაც დარჩენილ ცხოვრებას მიუძღვნიდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luca Todua (@luka.todua1)

„ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიც კი გამომიტოვებია სამზარეულოს გამო“ - ამბობს ლუკა ჩვენთან საუბრისას, „მახსოვს ჩემს კლასს ბოლო ზარი ჰქონდა და რა თქმა უნდა მეც უნდა წავსულიყავი მოხატული თეთრი პერანგით მაგრამ ისე მოხდა, რომ სმენაში მზარეული ცუდად გახდა და მე მომიწია მისი ჩანაცვლება. მაგრამ გულგატეხილი რომ არ დავრჩენილიყავი სამუშაო თეთრი კიტელი ჩემივე ხელით მოვიხატე და წარწერებიც დავიტოვე სამახსოვროდ“.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luca Todua (@luka.todua1)

პირველად „მასტერშეფში“ 18 წლის ასაკში გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ კრიტიკა დიდი იყო, 2 წლის შემდეგ შოუში კიდევ ერთხელ ვიხილეთ „გადავწყვიტე ჩემს თავზე მემუშავა და ბევრად ძლიერი დავბრუნებულიყავი ჰო და 20 წლის ასაკში დავბრუნდი ფინალშიც დავდექი და ძალიან ოდნავ დამაკლდა ტიტულის მოსაპოვებლად“.

„ეს სეზონი განსხვავებული ფორმატის იყო, ძლიერების სუპერ ლიგა იყო, სადაც ასევე სეზონის პირველი ფინალისტი გავხდი. სამწუხაროდ გამარჯვება მაინც ვერ შევძელი, ესეც იმიტომ, რომ შეფების შენიშვნები ტექნიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, იმდენად ხშირი იყო, რომ ჩემზე იმოქმედა და ფინალზე, დასახულ მიმართულებას სრულიად გადავუხვიე, შედეგად მივიღე ის, რომ არანაირი ტექნიკა არ გამომიყენებია, რაზეც ასევე მივიღე შენიშვნა“ - ამბობს ლუკა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luca Todua (@luka.todua1)

„მასტერშეფის“ სეზონებს შორის ლუკა თოდუამ საკუთარი თავი არაერთგზის გამოიწვია, იმუშავა სხვადასხვა სამზარეულოში, ითანამშრომლა განსხვავებული კონცეფციის ბრენდებთან და საკუთარი თავი სამშობლოს საზღვრებს გარეთ, დიდ ბრიტანეთში, Sous Chef de cuisine-შიც კი გამოცადა. პრესტიჟულ სასტუმროში ლუკამ სუშეფის პოზიციაზე იმუშავა, ბრიტანული გამომცემლობის ყურადღებაც მიიპყრო და საავტორო ვახშამიც ჩაატარა - „მოკლედ რომ ვთქვათ ბოლომდე გავაჯაზე“.

„მთელი ჩემი ცხოვრება ექსპერიმენტია ვრისკავ და შემიძლია დავთმო ბევრი რაღაც ახალი და უფრო საინტერესო რომ აღმოვაჩინო. ამ დროის განმავლობაში ჩემი ხელწერის ჩამოყალიბებაც შევძელი და საკუთარი თავის დამკვიდრებაც ჩემს პროფესიაში“.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luca Todua (@luka.todua1)

დამწყები კულინარებისთვის მიცემული რჩევა თუ დაგაინტერესებთ ლუკა თოდუასგან, ის სწორედ ასე ჟღერს:

ყველაზე მთავარი არის სხვისი ტოქსიკური აზრის დაკიდება და წარმატებისაკენ დაუღალავი შრომა, მენტალური სიძლიერე და თვითგანათლება.

ზევით