ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ჰეილი ბიბერის სადებიუტო კანის მოვლის ხაზი Rhode უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ ჰეილის ცნობილ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული კანის მოვლის რუტინა აქვთ, მისი ხაზის მიმართ ინტერესი თავიდანვე საკმაოდ მაღალი იყო.

ჰეილი ბიბერის სილამაზის სამყაროში დებიუტი ვეგანური და cruelty-free ხაზით შედგა, Rhode-ს პროდუქტები შექმნილია ყველა ტიპის კანისთვის, მაშასადამე - ყველასათვის. როგორც ბრენდის აღწერაში ვკითხულობთ, კანის მოვლის ხაზი შექმნილია გააზრებული განზრახვით და მაქსიმალურად მორგებულია კანის ბარიერის საჭიროებებს. Rhode-ს პროდუქცია ღრმად ატენიანებს სახის კანს და გვანიჭებს გლუვ ელფერს, ამასთანავე მათ კანის ბარიერის დამცველობითი ფუნქციაც ენიჭებათ.

Rhode-ს შეგნებულად მოპოვებული ინგრედიენტები, PCR-ზე დაფუძნებულ შეფუთვები და ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკა გამოარჩევს. ჰეილი ბიბერის სილამაზის ხაზის ბოთლები, მილები და თავსახურები დამზადებულია შემდგომი რეციკლირებული (PCR) მასალებით და მათი გადამუშავება შესაძლებელია, პროდუქტები იგზავნება *zero-waste* Boox ყუთებში, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას 70%-ით ერთჯერადი გადაზიდვის ყუთებთან შედარებით.

Rhode-ს სილამაზის ხაზი მოიცავს 3 პროდუქტს: პეპტიდების ფლუიდს, კანის აღმდგენ საცხსა და პეპტიდების ტუჩის მოვლის საშუალებას. ამ ეტაპზე სამივე პროდუქტის მარაგი სრულად ამოიწურა და პროდუქტების გასატესტად, ოფიციალურ საიტზე წინასწარ სიაში ჩაწერა მოგიწევთ.