#ჯანმრთელობა #სილამაზე

ყველაფერი, რაც D ვიტამინის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

ზაფხულის განმავლობაში D ვიტამინის სასურველ დონეზე შენარჩუნება, ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზმისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, მზის სხივების დამსახურებით. თუმცა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, იმ შემთხვევაში თუკი მთელ წელს ტროპიკების ნაცვლად თბილისში, ბათუმსა თუ თელავში ვატარებთ? რით შეგვიძლია მივანიჭოთ ორგანიზმს მისთვის ასე საჭირო ვიტამინი? - ერთად გავერკვეთ D ვიტამინის დადებითი მახასიათებლებისა და მისი მიღების ხელოვნურ მეთოდებზე.

"მზის ვიტამინის" სარგებლის შესახებ საუბრისას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მისი როლი ჩვენი სახის კანისა და თმის ჯანმრთელობაში, D ვიტამინი მნიშვნელოვნად ებრძვის დიაბეტის მეორე ტიპს, მომატებულ არტერიულ წნევას, იმუნური სისტემის დაქვეითებას, სასუნთქი გზების ინფექციებს, ეს სასწაულმოქმედი ვიტამინი გვეხმარება დეპრესიის დაძლევაში და საოცრად ეფექტურია ორსულობის დროს.

 

ბუნებრივია, D ვიტამინის მარაგის შევსება ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლიდან გამომდინარე, შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე საცოცოცხლო მნიშვნელობისაა. მართალია, "მზის ვიტამინის" მთავარი წყარო, სწორედ მზის სხივებია, თუმცა საბედნიეროდ, მისი დოზის შევსება სხვა საშუალებებითაც შესაძლებელია. ასე მაგალითად: D ვიტამინით გაჯერებულია თინუსი, წითელი ხიზილალა, გველთევზა, ქაშაყი, კვერცხის გული, სოიოს რძე და გამხმარი სოკო შიტაკი.

D ვიტამინის რეზერვის შევსება შესაძლებელია სპეციალური ვიტამინებითაც, რომელთა მიღებამდეც აუცილებლად  უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

Solgar Vitamin D3  

ყიდვა

ზევით