#კულინარია

წითელი ოსპის არომატული კრემ-სუპი შემოდგომისთვის

გაზიარება:

დაგვეთანხმებით, რომ შემოდგომა წვნიანების სეზონია! ამჯერად ოქროსფერი სეზონისთვის შესაფერის, ოსპის კრემ-სუპს წარმოგიდგენთ, რომელიც სევდიანი სეზონის სუფრას ძალიან უხდება.

წითელი ოსპის კრემ სუპი, სუპი, წვნიანი, ოსპი, რეცეპტი

სურნელოვანი კრემ-სუპის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

ნიორი (3 კბილი) ხახვი - (2 ცალი) წითელი ოსპი (500.00 გრ.) სტაფილო (2 ცალი) ტომატის პასტა (1 ს.კ.) პაპრიკა (2 ჩ.კ.) მარილი და პილპილი (გემოვნებით) ცხარე სუნელში მოხალული ქეშიუ (100 გრ.) ქინძი (გასაფორმებლად) ლიმონი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. როდესაც ხახვი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ქვაბში დაამატეთ დაჭრილი სტაფილო. სტაფილოს დარბილების შემდეგ, დაუმატეთ ტომატ-პასტა, პაპრიკა და ნიორი. კარგად ამოურიეთ ხის კოვზით, ქვაბში ჩაყარეთ გარეცხილი წითელი ოსპი და დაასხით წყალი (ისე, რომ ოსპი 2-3 სანტიმეტრით დაფაროს).

ოსპი ხარშეთ 20-დან 30 წუთამდე (მანამ, სანამ კარგად არ მოიხარშება). წვნიანი გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ თავახდილ ქვაბში 5 წუთით. წვნიანი გადაწურეთ, სითხე შეინახეთ ცალკე ჭურჭელში, ხოლო ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და სასურველი კონსისტენციის მიღებამდე დააბლენდერეთ. მასა დააბრუნეთ ქვაბში და სურვილისამებრ დაუმატეთ გადანახული წვენი. ბოლოს კი დაამატეთ ლიმონის წვენი.

ოსპის სუპი, ოსპის წვნიანი, რეცეპტი, წითელი ოსპი, კრემ სუპი

თეფშზე სერვირებისას შეგიძლიათ დაუმატოთ დაჭრილი ქინძი და ცხარე სუნელში მოხალული ქეშიუ.ქეშიუს მომზადება ძალიან მარტივია. ტაფაზე მოასხით მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი, გაცხელების შემდეგ კი დაამატეთ სასურველი სუნელი (სვანური მარილი, მექსიკური სურნელი, ან სხვა). მოურიეთ ხის კოვზით. ტაფაზე დაყარეთ ქეშიუ და მოხალეთ. მოხალული ქეშიუ ლანგარზე გადაიტანეთ და გააგრილეთ. ოსპის კრემ-სუპის სერვირებისას კი თეფშზე სასურველი რაოდენობით ქეშიუ ქინძთან ერთად მოაყარეთ.

ოსპის სუპი, ქეშიუ, წითელი ოსპი, წვნიანი, რეცეპტი

ზევით