#მოდა

Vinstyleshop - ვინტაჟური ონლაინ მაღაზია, რომელიც მსოფლიო მოდის სახლების სამოსს აერთიანებს

გაზიარება:

Vinstyle საქართველოში დაფუძნებული ვინტაჟური სამოსის ონლაინ მაღაზიაა, რომლის შემქმნელებიც დიდი ხნის მეგობრები, მარიამი და თამარი არიან. “ვინსთაილის” შექმნა ხელოვნების სიყვარულმა და მოდის ინდუსტრიის მიმართ საერთო ინტერესმა გადააწყვეტინათ, მაღაზიის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებს კი The Diary-ის მკითხველს უზიარებენ.

ვინსტაილი, ვინტაჟური პიჯაკები, ოვერსაიზი, vinstyle, vinstyleshop
მარიამი ( Vinstyle-ის დამფუძნებელი)

Vinstyle ის ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების და სტილის მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს.

Vinstyle ის ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების და სტილის მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს. თამარი
თამარი (Vinstyle-ის დამფუძნებელი)

რა არის Vinstyleshop?

მარიამი: Vinstyle საქართველოში დაფუძნებული ვინტაჟ ბრენდია, რომელიც მრავალფეროვან და ხარისხიან მეორეულ სამოსს აერთიანებს. ჩვენს კოლექციებში წარმოდგენილია უნიკალური ნივთები, ქსოვილები და ცნობილი მოდის სახლების ისეთი ნამუშევრები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალურობას.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vinstyle (@vinstyleshop)

თამარი: Vinstyle-ის სტილი 70, 80 და 90 - იანი წლების მოდას მოიცავს და გამორჩეულად მინიმალისტურია. გვაქვს, როგორც დახვეწილი, ელეგანტური, კლასიკური ხაზი, ასევე ყოველდღიური (casual) და კომფორტული ტანისამოსი. უნიკალური ნივთების აღმოჩენასთან ერთად ვინსთაილი ხელს უწყობს მდგრად მოდას, რაც წარმოებისა და მოდის სისტემის ეკოლოგიურ უზრუნველყოფას გულისხმობს.

საიდან გაჩნდა მაღაზიის შექმნის იდეა?

მარიამი: ვინსთაილის შექმნის იდეა საკმაოდ სპონტანურად დაიბადა. პანდემიის პერიოდში, როცა არაფერი საინტერესო აღარ ხდებოდა, მე და თამარი უბრალოდ ვსაუბრობდით ჩვენს იდეებზე და სურვილებზე. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ეხებოდა მოდას და ტანისამოსს. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ დაგვეწყო საერთო საქმე. იმ მომენტში მთავარი იყო შეგვექმნა რაღაც ჩვენი, რაც ორივე ჩვენგანის შინაგან სამყაროს გამოხატავდა და ამით დიდი სიამოვნებას მივიღებდით. ასე შევქმენით მეორეული სამოსის ბრენდი, რომელიც ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმედ გადაიქცა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vinstyle (@vinstyleshop)

ბოლო ათწლეულის მანძილზე, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ვინტაჟურ მაღაზიებში შოპინგი, თუმცა ყველა ვერ ამართლებს. რატომ გაამართლა თქვენმა ონლაინ მაღაზიამ?

თამარი: როდესაც ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა, მარტივად ვუყურებდით ამ საქმეს, თუმცა ბრენდის მართვა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. განსხვავებული, მრავალფეროვანი ტანსაცმლის პოვნის გარდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, ამიტომ თითოეული ნივთის შერჩევას, ბრენდინგს და მომხმარებლამდე მიტანას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. გვიყვარს რასაც ვაკეთებთ და ბოლომდე ვიხარჯებით. ეს არის ჩვენი წარმატების “საიდუმლო”.

არა ერთი ქართველი ინფლუენსერი გამოჩნდა თქვენი სამოსით. რამდენად დიდი გავლენა იქონია ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ ონლაინ shop-ის წარმატებაზე?

მარიამი: ვინსთაილი დღეს საკმაოდ მოთხოვნადი და დამკვიდრებული ბრენდია, მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი. მათ შორის არიან ცნობილი ქართველი ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებზე ხშირად სწორედ ვინსთაილის სამოსით არიან წარმოდგენილი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vinstyle (@vinstyleshop)

როგორია Vinstyle-ის სამომავლო გეგმები და მიმართულება?

მარიამი: სხვათაშორის, 8 მარტს ზამთრის კოლექციის ჩვენებაც გვქონდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ ბევრ სხვა საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ. ჩვენების პირველ ნაწილში უფრო ნაზი და მინიმალისტური სტილის მქონე ქალის სამოსი იყო წარმოდგენილი, მეორე ნაწილში კი ძლიერი და უხეში ესთეტიკა გამოვიტანეთ. 

vinstyle, vinstyleshop, ვინტაჟური მაღაზია, ჩვენება
Vinstyle backstage

თამარი: Vinstyle სამომავლო გეგმაა გავხდეთ საერთაშორისო ბრენდი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. Vinstyle დასაწყისში რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს მიწოდებას, შემდგომ კი ვეცდებით ამ ქვეყნების ჩამონათვალიც გავზარდოთ.

ზევით