#მოდა

VETEMENTS SS 2025 ჩვენება პარიზში

გაზიარება:

Vetements-ის 2025 წლის გაზაფხულის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე, 27 სექტემბერს გაიმართა, სადაც პოდიუმზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ.  ბრენდის ჩვენება, რომელიც ძმებმა გვასალიებმა 2014 წელს დააფუძნეს, ტრევის სკოტმა გახსნა. ამერიკელი რეპერი ბაიკერის შავი ტყავის სამოსში იყო სრულად შემოსილი.

tavis scott, vetements, paris fashion week

პოდიუმზე ვიხილეთ ჯიჯი ჰადიდიც, რომელსაც DHL ლენტისგან შექმნილი მინი კაბა ეცვა. 

vetements, gigi hadid, paris fashion week, ჯიჯი ჰადიდი, პარიზის მოდის კვირეული

Vetements-ის ჩვენება, რომელსაც დღეს გურამ გვასალია ხელმძღვანელობს, მონპარნასის კოშკში გაიმართა. პოდიუმზე ვიხილეთ ისეთი მოდელები, როგორიცაა ჰეიდი კლუმი, სტელა მაქსველი და ორსული კარმენ კასიც კი.

Heidi Klum, Paris fashion week, vetements, gvasalia, პარიზის მოდის კვირეული, გვასალია, ვეტმენი

Heidi Klum, Paris fashion week, vetements, gvasalia, პარიზის მოდის კვირეული, გვასალია, ვეტმენი

Vetements-ის 2025 წლის ჩვენებაზე ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძეც გამოვიდა.

მარიშა ურუშაძე, vements, paris fashion week, პარიზის მოდის კვირეული

გურამ გვასალია Vetements-ის ძირითად ხაზს არ ღალატობს. ახალგაზრდა ბრენდი მეამბოხე და ექსპრესიულ ხასიათს ატარებს. Vetements-ის 2025 წლის კოლექციაშიც თითქოს იყო ახალიც და ამავდროულად უკვე ნანახიც. დიდი ზომის ჰუდები,  წარწერებიანი მაისურები და მასიურად შავი სამოსი - ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბრენდის წინა კოლექციებს და ამავდროულად დემნას ხელწერას ბალენსიაგაში.

vetements, gvasalia, paris fashion week, პარის მოდის კვირეული, გვასალია

vetements, gvasalia, paris fashion week, პარის მოდის კვირეული, გვასალია

vetements, gvasalia, paris fashion week, პარის მოდის კვირეული, გვასალია

ზევით