#დეკორი

ვერტიკალური ტყე ქალაქის ცენტრში

გაზიარება:

ეს სახლი, რომელიც მოდის დედაქალაქის, მილანის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, თბილისის ქაოტურ განაშენიანებასაც დაამშვენებდა და ეკოლოგიურ გამოწვევებსაც, რომლის წინაშე ჩვენი დედაქალაქი დგას, გარკვეულ წილად გადაჭრიდა.

უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ერთდროულად ახალ და ძველ  მილანზე აქვს ხედი, იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ დააპროექტა და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზად ჩაითვალა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად.

Bosco Verticale

მილანის „ვერტიკალური ტყე“ ორი საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 80 და 110 მეტრია. ეს ეკო სახლები დაახლოებით 800 ხეს მოიცავს და  5 000 მცენარეს იტევს. ეს საცხვორებელი კომპლექსი უნიკალურია იმით, რომ ტყის მცენარეული სისტემა ხელს უწობს ჟანგბადის წარმოქმნას, მტვრის ნაწილაკებისა და CO2-ის შესრუტვას. „ვერტიკალური ტყე“ ქალაქის ეკოსისტემას სხვადასხვა სახის მცენარეებით ამდიდრებს და ზრდის ბიომრავალფეროვნებას.

bosco verticale

„ეს გიჟური იდეა იყო, მაგრამ ცდად ღირდა”, - ამბობს მანფრედი კატელა, „ვერტიკალური ტყისა“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებისს დეველოპერი კომპანიის COIMA აღმასრულებელი დირექტორი.

Bosco Verticale (ვერტიკალური ტყე) ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შენობაა, ხოლო სტეფანო ბოერი „მწვანე არქიტექტურის“ ყველაზე პუპალარულად სახედ იქცა. მწვანე არქიტექტურა, სწორედ რომ ამ ადამიანთან ასოცირდება.  

bosco verticale

„ვერტიკალური ტყის“ მშენებლობა სწორ დროს და სწორ ადგილას მოხდა. მაშინ, როდესაც გლობალურ მოთხოვნილება გაჩნა ეკოლოგიაზე და ზოგადად, როდესაც სუპერ პოპულარულ თემად ბუნების დაცვა იქცა. მილანი კი, რომელიც ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა, სწორედ რომ კარგად შერჩეული ქალაქი იყო,

ბოსკო ვერტიკალე

მოკლედ „ბოსკო ვერტიკალე“ ბიოფილიისა და ურბანიზმის გამაერთიანებელი მსოფლიო სიმბოლოა. ბიოფილია კი, მოგეხსენებათ, ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილება კავშირი დაამყაროს ბუნებასთან და ცხოვრების სხვა ფორმებთან.

ზევით