თუ უკვე 30 წლის ხართ, საკუთარი სტილიც ნაპოვნი გექნებათ და ისიც გეცოდინებათ, რა უსვამს ხაზს თქვენს გარეგნობას. კლასიკური ჩაცმულობის მოყვარული ხართ, ყოველდღიურის, თუ სპორტულის, არსებობს ნივთები, რომლებიც ყველა 30 წელს მიახლოებული ქალის გარდერობში უნდა მოიპოვებოდეს. The Diary კი ამ სამოსისა და აქსესუარების TOP 10-ს გთავაზობთ.
#1 თეთრი მაისური
თეთრი მაისურის არქონა ნებისმიერ ასაკში დანაშაულია. ერთი შეხედვით ყველაზე ბანალური სამოსი ნებისმიერ Look-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ.
#2 ლურჯი ჯინსი
ჯინსი უკვდავია! განსაკუთრებით ლურჯი ფერის ჯინსი, რომელიც Fashion კრიზისის დროსაც კი საუკეთესო გამოსავალია.
#3 ჯადოსნური ჩანთა (რომელშიც ყველაფერი ეტევა)
ფრაზა - “არასდროს დაზოგო ჩანთასა და ფეხსაცმელზე” აქსიომაა! ამიტომ, არასდროს დაზოგოთ ჩანთაზე, რომელიც ლამაზთან ერთად ტევადიცაა. ეს “ის ჩანთაა”, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად მოგემსახურებათ.
#4 ტყავის მოსაცმელი
შავი ტყავის მოსასხამი (ან პიჯაკი), ერთ-ერთი ყველაზე მოდური ნივთია, რომელიც ყველაზე ბანალურ Look-საც კი ტრენდულად აქცევს.
#5 კლასიკური შავი შარვალი
30 წელს მიახლოებული ქალისთვის შავი კლასიკური შარვალი Must have ნივთია, რომელიც თქვენი საქმიანი გარდერობისთვის ნამდვილი მიგნება გახდება.
#6 მაისური პრინტით
2021 წლის ტრენდების მიხედვით, კლასიკურ მოსაცმელებთან ერთად დიდი ზომის პრინტიანი მაისური მოდის კანონებში ჩაეწერა. ძველი როკ ჯგუფის ლოგო, მამოტივირებელი წარწერა, თუ რომელიმე კლასიკოსის ნახატი თქვენს Look-ს თანამედროვე Vibe-ს შესძენს.
#7 საქმიანი oversized პიჯაკი
წელს დიდი ზომის კლასიკური პიჯაკების ბუმია. ფერებში თავს ნუ შეიზღუდავთ, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე, როდესაც ჭრელი პიჯაკები ერთ-ერთ მთავარ ტრენდად მოიაზრება.
#8 აბრეშუმის კაბა
აბრეშუმის კაბა ყოველთვის აქტუალურია. წვეულებაზე წასასვლელად, სანაპიროზე გასასეირნებლად, თუ რომელიმე ტრენდულ თბილისურ ლოკაციაზე “მოსაჯდომად” ჰაეროვანი სამოსი საუკეთესო გადაწყვეტაა.
#9 სექსუალური თეთრეული
სექსუალური თეთრეული ჩვენი თავდაჯერებულობის საწინდარია. მერე რა, რომ მას სამოსი ფარავს. ჩვენ ხომ ვიცით სამოსს მიღმა რა გვაცვია?!
#10 კლასიკური ფეხსაცმელი
ბანალურად ჟღერს, მაგრამ კლასიკური შავი ფეხსაცმელი იმაზე მოდურია, ვიდრე გგონიათ. მოდის კანონების აღრევასთან ერთად კი მისი მორგება ნებისმიერი სტილის სამოსზე შეგიძლიათ.